ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

5 ივლისი - სიძულვილის და საქართველოს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვის დღე


მოძალადეებმა მედიის 50-მდე წარმომადგენელს, მათ შორის, ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტს სასტიკად სცემეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს საპატრიარქოს წაქეზებით და შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობით, ძალადობრივმა და სიძულვილის ჯგუფებმა, რუსთაველის გამზირზე სასტიკად სცემეს ჟურნალისტებს და ოპერატორებს, პარლამენტის წინ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა და დაარბიეს „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეთა მიერ გაშლილი კარვები.

ეს ძალადობა, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი იყო ჩართული და რომლის აღსაკვეთად შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულიად უძლური აღმოჩნდა, მოგვიანებით, მთელი თბილისის მასშტაბით გავრცელდა.

სიძულვილით მოტივირებული ჯგუფები თავს ესხმოდნენ რიგით ადამიანებს, მათ შორის მოზარდებს, გოგონებს და ქალებს, ოფისებს, ავტომანქანებს, ტურისტებს, მათ სცემეს და მძიმედ დაჭრეს ტურისტი მხოლოდ იმიტომ, რომ საყურე ეკეთა.

სიძულვილის ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ჟურნალისტები და ოპერატორები
სიძულვილის ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ჟურნალისტები და ოპერატორები

მოძალადეები ინგოროყვას და ახვლედიანის ქუჩებზე „თბილისი პრაიდის“ ოფისებს დაესხნენ თავს. ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ოფისში, ისინი აივნიდან გადაძვრნენ, ჩამოხსნეს და დაწვეს LGBTQ თემის დროშა და დალეწეს ინვენტარი. ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ოფისს კი ქვებს და სამშენებლო ნაგავს ესროდნენ.

მოძალადეები ასევე დაესხნენ თავს სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ და პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ოფისებს. „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს, „გირჩის“ ოფისის შესასვლელი ქვებით დალეწეს.

სიძულვილის ჯგუფების ძალადობა ჟურნალისტებზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:36 0:00

პოლიციამ „თბილისი პრაიდის“, „სირცხვილიას“ და „გირჩის“ ოფისებზე თავდასხმის აღკვეთა ვერ შეძლო. თავდასხმის მომენტში ოფისებში აქტივისტები და პოლიტიკური პარტიის წევრები არ იმყოფებოდნენ.

ამ აგრესიაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერ ღაიბაშვილს, რომელმაც დღევანდელი განცხადებით მწვანე შუქი აუნთო მოძალადე ჯგუფებს
სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია"


„ამ აგრესიაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერ ღარიბაშვილს, რომელმაც დღევანდელი განცხადებით მწვანე შუქი აუნთო მოძალადე ჯგუფებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ დაიცვას კანონი და დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობა“ - ეს განცხადება სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ სოციალური ქსელით გაავრცელა.

"პალიტრა ნიუსის" ვიდეო ოპერატორს, მოძალადეებმა თავი და ცხვირი გაუტეხეს, იგი ამჟამად საოპერაციოშია
"პალიტრა ნიუსის" ვიდეო ოპერატორს, მოძალადეებმა თავი და ცხვირი გაუტეხეს, იგი ამჟამად საოპერაციოშია

ამ შეფასებას იზიარებს პარლამენტის წევრი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძეც. „პრემიერის განცხადებამ პირდაპირ წაახალისა და პრაქტიკულად მოუწოდა მოძალადე ძალებს, რომ დაიწყონ დაპირისპირება და თავდასხმა, დიდი ხანია ხელისუფლებას უნდა, რომ კარვები არ იყოს პარლამენტის წინ და კარგად გამოიყენეს ეს მოძალადე ჯგუფები.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ხელისუფლება პირდაპირ კავშირშია, ერთობლივად მოქმედებს პუტინისტურ, პრორუსულ ძალებთან ერთად, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს თავისუფალი მოქალაქისთვის შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ თავისი კონსტიტუციური უფლება“ - აღნიშნა სამნიძემ.

სასტიკად ნაცემი ფოტოკორესპოდენტი
სასტიკად ნაცემი ფოტოკორესპოდენტი

“ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა არის ყველაზე ცხადი სიმბოლური აქტი, რაც ზუსტად გამოხატავს რადიკალების მიზნებს, რომელსაც უთანაგრძნობს პრემიერი“ - ამბობს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე. “ვინც ცდილობს კონსტიტუციისგან განსხვავებული წესრიგის დამყარებას, იქნება ეს თეოკრატიული თუ კლერიკალური, ნაცისტური თუ ფაშისტური, მტრობს თანასწორობას და თავისუფლებას, ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტერია” - მიაჩნია მშვენიერაძეს.

"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო კონტრაქციის ორგანიზება საქართველოს საპატრიარქომ მოახდინა
"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო კონტრაქციის ორგანიზება საქართველოს საპატრიარქომ მოახდინა

დღეს, თბილისში საღამოს ექვს საათზე, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებული "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, თუმცა საქართველოს საპატრიარქომ, დილიდან, რადიკალური და მოძალადე ჯგუფების შეკრება დაიწყო, რომელთა შორის მართლმადიდებელი ეკლესიის სხვადასხვა რანგის სასულიერო პირები და მრევლის ნაწილიც იყო.

პრემიერმა ღარიბაშვილმა 11 საათზე, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „დაანონსებული მარშის ჩატარება "მიზანშეუწონლად“ მიაჩნია. ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ „პრაიდის“ უკან ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგას.

თავდასხმა "თბილისი პრაიდის" ოფისზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:01 0:00

ამ განცხადების დასრულებისთანავე, მოძალადე/სიძულვილის ჯგუფებმა ჟურნალისტების და ოპერატორების ცემა და „თბილისი პრაიდის“, „სირცხვილიას“ და „გირჩის“ ოფისების დარბევა დაიწყეს. დაუზუსტებელი მონაცემებით, 50-მდე ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტორეპორტიორი დაშავდა, რამდენიმე მათგანი - მძიმედ.

„ნიუ ჰოსპიტალსში" ოპერაცია გაუკეთდა "პალიტრა ნიუსის" ვიდეო ოპერატორს რომა ტარუღიშვილს, რომელსაც თავი და ცხვირი გაუტეხეს. ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანი, სასტიკად ნაცემი სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი.

შსს-მ უარი თქვა დაეცვა „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების კონსტიტიციით გარანტირებული უფლებები და პირიქით, მათ მოუწოდა, „რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე“, მარში არ გაემართათ.

"ვინც ცდილობს კონსტიტუციისგან განსხვავებული წესრიგის დამყარებას, იქნება ეს თეოკრატიული თუ კლერიკალური, ნაცისტური თუ ფაშისტური, მტრობს თანასწორობას და თავისუფლებას, ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტერია"
გიორგი მშვენიერაძე, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"

15:00 საათზე, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ მოძალადებისგან თავის დაღწევას და ერთ-ერთ შენობაში ასაფეთქებელიც კი შეუგდეს, განაცხადეს, რომ „ღირსების მარში“ აღარ შედგებოდა და მთელი პასუხისმგებლობა პრემიერ ღარიბაშვილს დააკისრეს.

„პრემიერ ღარიბაშვილის სამარცხვინო, ძალადობრივი, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური განცხადება, რომელშიც მან პასუხისმგებლობა და აგრესიის ვექტორები აქტივისტებზე გადაიტანა, არის ჩვენი პოლიტიკური ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოსა და პროორუსული ჯგუფების კოორდინირებული ძალადობრივი, შემგუებლური, წამახალისებელი და რუსული პოლიტიკის გაგრძელება. აღმასრულებელი ხელისუფლების უმოქმედობამ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე დააყენა“ - ნათქვამია „პრაიდის“ განცხადებაში.

"ფორმულას" ჟურნალისტის რატი წვერავას ცემა - ამ დრომდე არცერთი მოძალადე დაკავებული არ არის
"ფორმულას" ჟურნალისტის რატი წვერავას ცემა - ამ დრომდე არცერთი მოძალადე დაკავებული არ არის
"ფორმულას" ჟურნალისტის უსასტიკესი ცემა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:11 0:00

"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს, იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ადამიანები" - ამის შესახებ აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ფინეთის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩოები მკაცრად გმობენ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში, ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ, კანონის სრული უზენაესობის დაცვით
საელჩოების ერთობლივი განცხადებიდან


„მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში, ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა" - აღნიშნულია საელჩოების ერთობლივ განცხადებაში.

სასტიკად ნაცემი ვიდეო ოპერატორები
სასტიკად ნაცემი ვიდეო ოპერატორები

Facebook Forum

XS
SM
MD
LG