ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ალტ ინფოს“ „ქამინგ აუთი“


"ალტ ინფო" მოსკოვში, წითელ მოედანზე
"ალტ ინფო" მოსკოვში, წითელ მოედანზე

20 დღეზე მეტია რუსეთის დედაქალაქში გრძელდება პუტინისტური ჯგუფის „ალტ ინფოს“ ლიდერების ვიზიტი. „ალტ ინფოელებმა“ მოსკოვში მოინახულეს წითელი მოედანი და ყვავილებით შეამკეს საბჭოთა ტირანის სტალინის საფლავი.

ოკუპანტ ქვეყანაში პროპუტინისტებს, ყველაზე მაღალი დონის შეხვედრა ჰქონდათ ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებში, პუტინის ყოფილ მრჩეველ სერგეი გლაზევთან, რომელიც რუსეთის ქვოტით, ევრაზიული ეკონომიკურ კომისიის კოლეგიის წევრია ინტეგრაციასა და მაკროენეკონომიკაში; გლაზევი უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიეშია დაბადებული და დედით უკრაინელი, დღეს უკრაინის ერთ-ერთი დაუძინებელი მტერია.

პუტინის ყოფილი მრჩეველი სერგეი გლაზევი, მოსკოვში "ალტ ინფოსთან" შეხვედრაზე
პუტინის ყოფილი მრჩეველი სერგეი გლაზევი, მოსკოვში "ალტ ინფოსთან" შეხვედრაზე

„ალტელებმა“ ასევე მონაწილეობა მიიღეს ევრაზიის საქმიან ფორუმში „ინტეგრაცია“; „ევრაზიული ინტეგრაციის სამეცნიერო ცენტრში“ დაესწრნენ სემინარს „საქართველო და ევრაზიული ეკონომიკური კავშირი“, იქვე რუს ექსპერტებს „ალტ ინფოს“ პრეზენტაციაც შესთავაზეს;

იცით, არის ასეთი გამოთქმა „ქამინგ აუთი“..ბიჭები ცდილობდნენ, ეჩვენებინათ, რომ ქართველი პატრიოტები არიან და რუსეთს არ უჭერენ მხარს. საბოლოო ჯამში, როცა რუსეთი ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, ყველამ სცნო ტერორისტულ ქვეყნად, ბიჭები მიდიან საკუთარ სპონსორებთან, წითელ მოედანზე და სტალინთან ფოტოების გადასაღებად
ეგორ კუროპტევი, პოლიტოლოგი, ჟურნალისტი

ამ კვირაში, "ბოლშაია დმიტროვკაზე", რუსეთის დუმის ზედა პალატაში, ფედერაციის საბჭოში რიაზანელ სენატორ იგორ მოროზოვს შეხვდნენ. დღეს კი ინტერვიუ რუსული სახელმწიფო პროპაგანდის მთავარ მულტიმედიურ სააგენტო „სპუტნიკს“ მისცეს.

პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ეგორ კუროპტევი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ „ალტ ინფომ“ ფაქტობრივად „ქამინგ აუთი“ შემოგვთავაზა;

„იცით, არის ასეთი გამოთქმა „ქამინგ აუთი“, ნორმალური გაგებით. მე ახლა ვიყენებ, არცთუ ნორმალური კუთხით. ანუ, ბიჭები ცდილობდნენ, ჩალიჩობდნენ ეჩვენებინათ, რომ ისინი ქართველი პატრიოტები არიან, რომ საქართველოს წინააღმდეგ არ არიან და რუსეთს არ უჭერენ მხარს. პატრიოტები!

საბოლოო ჯამში, როცა რუსეთი ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, ყველამ სცნო ტერორისტულ ქვეყნად, ბიჭები მიდიან საკუთარ სპონსორებთან, წითელ მოედანზე და სტალინთან ფოტოების გადასაღებად. აი, მათ გადაწყვიტეს, რომ ახლა („ქამინგ აუთისთვის“) კარგი დროა“ - ამბობს ეგორ კუროპტევი, სამხრეთ კავკასიაში ფონდის "თავისუფალი რუსეთი" დირექტორი.

კუროპტევი "ალტ ინფოს" მოსკოვურ ვოიაჟზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:13 0:00

კუროპტევის თქმით, „ერთადერთი რაც კარგად არ მესმის, ისინი, ხომ საქართველოს პასპორტების მფლობელები არიან?! უახლოეს მომავალში კი (რუსეთში) რეჟიმი დაემხობა, იმიტომ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. და, ისინი იქნებიან პირველები, ვინც უკან გამოიქცევიან, ასე ვთქვათ, ამ რეჟიმის ნანგრევევიდან. ამიტომ, ახლა მათი „ქამინგ აუთი“ რაღაც უდროოა , ეს უკეთეს დროში უნდა გაეკეთებინათ, როცა იქ (რუსეთში) მეტი ფული იყო და უფრო გემრიელად ჭამა შეიძლებოდა“.

საბჭოთა კაგებეს (КГБ) ინსტიტუტის კურსდამთავრებული და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) პოლკოვნიკი, ახლა სენატორი მოროზოვი, რომელმაც დუმაში „ალტ ინფოს“ უმასპინძლა, საქართველოს და უკრაინის სახელმწიფოებრიობის, ასევე ერთ-ერთი დაუძინებელი მტერია. პუტინისგან მიღებული აქვს მედალი „ყირიმის დაბრუნებისთვის“, აქტიურად უჭერს მხარს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას.

რუსი სენატორი, ეფ-ეს-ბეს (ФСБ) პოლკოვნიკი მოროზოვი და "ალტ ინფოელები"
რუსი სენატორი, ეფ-ეს-ბეს (ФСБ) პოლკოვნიკი მოროზოვი და "ალტ ინფოელები"

მოროზოვს არაერთხელ აქვს დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ; მრავალი წლის მანძილზე, მხარს უჭერდა ოს სეპარატისტებს და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მოითხოვდა;

2017-18 წლებში, დუმაში, ფედერაციის საბჭოში, მოროზოვის პირადი ინიციატივით მოეწყო ორი კონფერენცია „მთის აფხაზეთი“ და „რუსეთის და აფხაზეთის ახალგაზრდა ლიდერები“, სადაც აფხაზი სეპარატისტების ელიტა, მათ შორის მაშინდელი „ლიდერი“ ხაჯიმბაც იმყოფებოდა. მანამდე, მოროზოვი აფხაზეთის და ცხინვალის „ფეხბურთის“ აღიარების მოთხოვნით ფიფასა და უეფას დაუპირისპირდა.

„ალტ ინფომდე“ მოროზოვის „პარტნიორები“ საქართველოში: სანდრო ბრეგაძე, ჯონდი ბაღათურია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, აწ გარდაცვილი თამაზ მეჭიაური და "პატრიოტთა ალიანსი" იყვნენ, სადაც მაშინ „ალტელების“ ახლანდელი ლიდერი კოკა მორგოშიაც იყო გაწევრიანებული.

2016 წელს, „ოკუპაციის შესახებ“ კანონის დარღვევის მიუხედავად, მოროზოვი მეუღლესთან ერთად, საქართველოში მაინც შემოუშვეს, სადაც დავით ფაცაციასაც შეხვდა, რომელიც ახლა აფხაზეთის დევნილი მთავრობის წევრია.

"ალტ ინფომ" რუსებს უჩვენა, თუ როგორ დაარბია 2021 წლის 5 ივლისს თბილისის ცენტრი
"ალტ ინფომ" რუსებს უჩვენა, თუ როგორ დაარბია 2021 წლის 5 ივლისს თბილისის ცენტრი

უკრაინასთან სისხლისმღვრელი ომის გაჩაღების შემდეგ, სენატორმა მოროზოვმა დაქირავებული მებრძოლების აფრიკაში რეკრუტირება სცადა და სექტემბერში განაცხადა, რომ თითქოს, ათასობით აფრიკელი მზად იყო უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, „მთელი აფრიკა, ეს თავისუფალი სამყარო, რუსეთის მხარესაა“ - აღნიშნა სენატორმა.

“ალტ ინფოელები“ ირწმუნებიან, რომ მოროზოვთან და მსგავს ფიგურებთან ვიზიტით, ოკუპანტ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი აქვს მიტაცებული, „ურთიერთობის ნორმალიზებას ცდილობენ“; სტალინის საფლავის მონახულებით კი „ყველაზე დიდ ქართველს“ მიაგეს პატივი.

ანალიტიკოსების აზრით, ასეთი „ვიზიტები“, როგორ წესი, მხოლოდ საქართველოს ევროატლანტიკური კურსისთვის ხელის შეშლას, პრორუსული განწყობებისა და საბჭოური ნოსტალგიის გაღვივებას, ინსტრუქციების მიღებასა და დაფინანსების წყაროების განახლებას უკავშირდება.

კრემლის კედელთან, სტალინის საფლავთან
კრემლის კედელთან, სტალინის საფლავთან

„ეს მიზანმიმართული რუსული დეზინფორმაციის ტალღა ძალიან დიდი საფრთხის შემცველია, რადგან ეს პირდაპირ ურტყამს ქართველი ერის ევროატლანტიკურ და ევროპულ მისწრაფებას, ნელ-ნელა აყალიბებს რუსულ სენტიმენტებს, კრემლისტურ განწყობებს, საბჭოთა ნოსტალგიას, რამაც შესაძლოა მიიყვანოს საზოგადოება და შესაბამისად, შემდეგი მთავრობები საგარეო ვექტორის ცვლილებისკენ“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე, რომელსაც საქართველოს დაზვერვის სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს.

მისივე თქმით, „მეორეს მხრივ, ეს არის სწორედ იმ ფენის შემზადება, რომელიც რუსული აგრესიის პირობებში, მოახერხებს იმას, რაც რუსეთმა ვერ მოახერხა უკრაინაში, მტერთან პურ-მარილით და დროშებით დახვედრა, რუსი აგრესორებისთვის საჭირო მთავრობის ჩამოყალიბება.

ეს არის სწორედ იმ ფენის შემზადება, რომელიც რუსული აგრესიის პირობებში, მოახერხებს იმას, რაც რუსეთმა ვერ მოახერხა უკრაინაში, მტერთან პურ-მარილით, დროშებით დახვედრა, რუსი აგრესორებისთვის საჭირო მთავრობის ჩამოყალიბება. ეს არის სწორედ ის პროექტი, რასაც რუსეთი ცდილობდა უკრაინაში განეხორციელებინა, ვერ განახორციელა
ანდრო გოცირიძე, უსაფრთხოების ექსპერტი

ეს არის სწორედ ის პროექტი, რასაც რუსეთი ცდილობდა უკრაინაში განეხორციელებინა, ვერ განახორციელა და ამის გამო, რამდენიმე ეფ-ეს-ბეს (ФСБ) მაღალჩინოსანს პატიმრობა აქვს მისჯილი, იმისთვის, რომ ეს პროექტი ჩავარდა.

ანდრო გოცირიძეს მიაჩნია, რომ „ალტ ინფო“ საშიში ფორმის მქონე, პრორუსულად განწყობილი პარტიაა, რომელსაც საკუთარი "ძალოვანი უჯრედები და დანაყოფები გააჩნია".

"ალტ-ინფო და მათი მიმდევრები საჭიროების შემთხვევაში, როგორც ჩანს, მთავრობის მოქმედების თუ უმოქმედობის ფონზე, ახერხებენ, დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ძალადობას და წელიწადნახევარია გასული და ამ ძალადობის ორგანიზატორები, ჯერ კიდევ არ არიან დასჯილნი".

2021 წლის 5 ივლისს, საქართველოს შსს-ს უმოქმედობის და უუნარობის ფონზე, ძალადობის ავანგარდში სწორედ პუტინისტური 'ალტ ინფო" მოგვევლინა. პუტინისტებმა რამდენიმე საათით თბილისის ცენტრი დაიკავეს, ასობით მოქალაქეს და ჟურნალისტს მიზანმიმართულად სცემეს, დაარბიეს ოფისები, საცხოვრებელი სახლები და შემდეგ გამარჯვება პარლამენტის წინ, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნით, ცეკვა-თამაშით და ჯვრის აღმართვით აღნიშნეს.

5 ივლისის დარბევის საქმეზე, სულ 30-მდე მოძალადე იქნა დაკავებული, მათგან ნაწილს პატიმრობა, ნაწილს კი ჯარიმა შეეფარდა. ამ უპრეცედენტო ძალადობის ორგანიზატორები არავის დაუსჯია, ისევ გარეთ არიან და ამჯერად, ქვეყანას მოსკოვიდან მოძღვრავენ. ოქტომბრის დასაწყისში, „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კოკა მორგოშიამ განაცხადა, რომ საცხოვრებლად რუსეთში გადადის და მასშტაბურ სამშენებლო ბიზნესს იწყებს.

მორგოშიას ფეისბუქ პოსტი წითელი მოედნიდან
მორგოშიას ფეისბუქ პოსტი წითელი მოედნიდან

XS
SM
MD
LG