ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა არის "პატრიოტის სისტემა" და შეცვლის თუ არა ის ომის რეალობას?


კრიტიკული იყო ამ კვირაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები დათანხმდა უკრაინისთვის, პატრიოტის სარაკეტო სისტემების გადაცემას, რასაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვეების განმავლობაში ითხოვდა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ეს დაადასტურეს დაოფიციალურად ვაშინგტონი ამის შესახებ სავარაუდოდ მალე განაცხადებს. ექსპერტთა ნაწილი „ასოშიეთიდ პრესასთან“ ამბობს, რომ სისტემის ეფექტურობა შესაძლოა უკრაინის ომის შემთხვევაში შესაძლოა ნაკლები იყოს და მან არ შეცვალოს მნიშვნელოვნად ომის რეალობა.

რა არის პატრიოტი?

პატრიოტი არის ზედაპირი-ჰაერი სარაკეტო სისტემა, რომელიც პირველად 1980-იან წლებში იქნა განლაგებული და მას შეუძლია სამიზნეში ამოიღოს თვითმფრინავები, ფრთოსანი რაკეტები და მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები.

პატრიოტის თითოეული ბატარეა შედგება სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული გამშვები სისტემისგან, რვა გამშვებით. თითოეული მათგანი 4 რაკეტის აღმომჩენ რადარს იტევს. ის ასევე აღჭურვილია სახმელეთო რადარით, საკონტროლო სადგურითა და გენერატორით.

აშშ-ის არმიამ განაცხადა, რომ მას ამჟამად 16 პატრიოტის ბატალიონი ჰყავს. 2018 წლის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ ამ ბატალიონებს 50 ბატარეა აქვთ, რომლებზეც 1200-ზე მეტი რაკეტის აღმომჩენია განთასებული.

აშშ-ს ბატარეები რეგულარულად თავსდება მთელ მსოფლიოში. "პატრიოტებს" ასევე მართავენ ან ყიდულობენ ნიდერლანდები, გერმანია, იაპონია, ისრაელი, საუდის არაბეთი, ქუვეითი, ტაივანი, საბერძნეთი, ესპანეთი, სამხრეთ კორეა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ყატარი, რუმინეთი, შვედეთი, პოლონეთი და ბაჰრეინი.

„პატრიოტის სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მოქმედი და საიმედო საჰაერო სარაკეტო თავდაცვის სისტემა,“ და ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობები შეიძლება დაეხმაროს უკრაინის დაიცვას თავი, რუსეთისთვის ირანის მიერ მიწოდებული ბალისტიკური რაკეტებისგან, განაცხადა „ასოშეითიდ პრესასთან“ საუბარში, ტომ კარაკომ, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროგრამის დირექტორმა, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS).

პატრიოტის ღირებულება

წლების განმავლობაში პატრიოტის სისტემა და რაკეტები მუდმივად იცვლებოდა. პატრიოტის სისტემის ამჟამინდელი რაკეტა თითო რაუნდზე დაახლოებით 4 მილიონი დოლარი ღირს, ხოლო თითოეული გამშვების ფასი დაახლოებით 10 მილიონი დოლარია, ნათქვამია CSIS ივლისის სარაკეტო თავდაცვის ანგარიშში. ამ ფასად, არ არის ოპტიმალური პატრიოტის გამოყენება გაცილებით პატარა და მკვეთრად იაფი ირანული დრონების ჩამოსაგდებად, რომლებსაც რუსეთი ყიდულობს და უკრაინაში იყენებს.

”მილიონდოლარიანი რაკეტის გასროლა 50,000 დოლარის უპილოტო საფრენ აპარატზე, წაგებული თამაშია“, - თქვა „ასოშეiთიდ პრესასთან“ მარკ კანციანმა, საზღვაო ქვეითთა კორპუსის რეზერვის პოლკოვნიკმა და CSIS-ის მკვლევარმა.

განლაგების საკითხი

პატრიოტის ბატარეას 90-მდე ჯარისკაცი სჭირდება მისი ფუნქციონირებისთვის. ომის დაწყებიდან დღემდე, ვაშინგტონი ყოყმანობდა კომპლექსური სისტემის გადაცემის საკითხზე, რადგან უკრაინაში ამერიკული ძალების გაგზავნა მის დასამონტაჟებლად, ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი იყო.

მაგრამ ასევე არსებობდა შეშფოთება, რომ სისტემის განლაგება მოახდენდა რუსეთის პროვოცირებას, ან რომ რაკეტა შეიძლება რუსეთის შიგნით ყოფილიყო გამოყენებული.

ხუთშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაფრთხილება გამოსცა, რომ აშშ-ს გეგმა მიაწოდოს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები "აშშ-ის კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯი" იქნება, რასაც შესაძლოა მოსკოვის პასუხი მოჰყვეს.

ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის ლიდერების განმეორებითი თხოვნა და ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დამანგრეველი განადგურება, მათ შორის ელექტროენერგიის და სითბოს მიწოდების შეწყვეტა ზამთრის პირობებში, გახდა საბოლოოდ მიზეზი, თუ რატომ გადადგა შეეერთებულმა შტატებმა ეს ნაბიჯი.

მთავარი დაბრკოლება წვრთნები იქნება. ამერიკულ ჯარს მოუწევს უკრაინის ძალების გაწვრთნა, თუ როგორ გამოიყენონ პატრიოტეების სისტემა.

შეერთებულმა შტატებმა უკვე გაწვრთნა უკრაინის ჯარები სხვა რთული სამხედრო სისტემების გამოსაყენებლად, მათ შორის მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებზე, რომელიც ცნობილია როგორც HIMARS. ოფიციალური პირები არ ასაჯაროვებბენ დეტალებს იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება "პატრიოტების" სწავლება და კონკრეტულად სად მოხდება ეს.

"პატრიოტის" შესაძლებლობები

უკრაინა რუსეთის მხრიდან, მთელი რიგი საფრთხეების წინაშე დგას და პატრიოტის სისტემები ზოგიერთ შემთხვევში, მაღალი ეფექტურობის იქნება.

ამერიკის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც იცნობს პატრიოტის სისტემების მუშაობას, „ასოშეითიდ პრესასთან“ თქვა, რომ ის ეფექტური იქნება მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ და რომ ეს წარმოადგენს ვაშინგტონის მხრიდან, მხარდაჭერის ძლიერ გზავნილს. მაგრამ მისი თქმით, ერთი ბატარეა ომის მიმდინარეობას ვერ შეცვალოს.

ოფიციალურმა პირმა, რომელიც ანონიმურობის პირობით საუბრობს „ასოშეითიდ პრესასთან“, რადგან უკრაინასთან შეთანხმება ჯერ არ არის გასაჯაროებული, აღნიშნა, რომ პატრიოტის ერთ ბატარეას აქვს გრძელ რადიუსზე მოქმედების შესაძლებლობა. მაგრამ შეუძლია დაფაროს მხოლოდ შეზღუდული ტერიტორია. მაგალითად, პატრიოტებს შეუძლიათ ეფექტურად დაიცვან მცირე სამხედრო ბაზა, მაგრამ არ შეუძლიათ სრულად დაიცვან დიდი ქალაქი, როგორიცაა კიევი. მათ შეუძლიათ მხოლოდ ქალაქის სეგმენტის დაცვა.

პატრიოტებს ხშირად ანლაგებენ, როგორც ბატალიონს, რომელიც მოიცავს ოთხ ბატარეას. უკრაინის შემთხვევაში, ოფიციალური პირების თქმით, მხოლოდ ერთ ბატარეაზეა საუბარი.

პატრიოტს აქვს უფრო მძლავრი რადარი, რომელიც სამიზნეების უკეთ აფიქსირებს, ვიდრე საბჭოთა პერიოდის S-300 სისტემა, რომელსაც უკრაინელები აქამდე იყენებდნენ.

პატრიოტს შეუძლია, ზოგიერთი ბალისტიკური რაკეტისა და თვითმფრინავის ამოცნობა და პოტენციურად კიევის დაცვა, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მიიტანს მოსკოვი იერიშს, თქვა კარაკომ „ასოშეითიდ პრესასთან“. თუ ეს სამხედრო თვითმფრინავის გამოყენებით მოხდება, სისტემას შეუძლია თვითმფრინავის მიზანში ამოღება, თუ ეს ფრთოსანი ან მცირე და საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტით მოხდება, მას ასევე შეეძლება რაკეტის დაფიქსირება, თქვა კარაკომ.

მაგრამ პატრიოტის შესაძლებლობების მიღმა, მისი განლაგება უკრაინის მხარდაჭერის დიდი განაცხადია.

XS
SM
MD
LG