ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ კიევზე რუსული საჰაერო თავდასხმა მოიგერია

კიევი კვლავ რუსული დრონების სამიზნე გახდა. რუსეთი უკრაინის არაერთ სხვადასხვა რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ესხმის თავს, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს ასეთი პირველი თავდასხმა იყო. ქალაქის ხელისუფლების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, რამდენიმე სერიოზული დაზიანების თავიდან არიდება შეძლო. პარალელურად, რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის მძიმე შეტაკებები გრძელდება ქვეყნის აღმოსავლეთში. ფრონტის მთელ ხაზზე, მძიმე საარტილერო და სარაკეტო დარტყმებიც გრძელდება.

კიევზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას, ორი ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მას შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია, რაც კიევის სამთავრობო კვარტალში, აფეთქებების ხმა გაისმა.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი, იური იჰნატი ამბობს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები ეფექტურია.

„საჰაერო თავდაცვამ კარგად იმუშავა, 13 დრონი ჩამოვაგდეთ“ - განაცხადა იჰნატმა.

„ყოჩაღ, ვამაყობ!“ - ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი გავრცელებულ მოკლე ვიდეომიმართვაში.

ოლექსი კულებამ, კიევის რეგიონის გუბერნატორმა თქვა, რომ რუსული დრონების უმეტესობა ჩამოაგეს, თუმცა მეტი დეტალის შესახებ არ უსაუბრია.

ბოლო პერიოდში, რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად, მილიონობით უკრაინელი ცივ ზამთარში, გათბობის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი.

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალა

კიევმა 14 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთთან ტყვეების გაცვლის შედეგად, 64 უკრაინელი ჯარსიკაცის და ამერიკის ერთი მოქალაქის გათავისუფლება მოახერხა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების 64 ჯარისკაცი, რომლებიც დონეცკსა და ლუჰანსკში იბრძოდნენ, განსაკუთრებით ბახმუტის დასაცავად, - შინ ბრუნდებიან“, - თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტაბის უფროსმა, ანდრი ერმაკმა. ერმაკისვე განცხადებით გახდა ცნობილი, რომ გათავისუფლებულებს შორის ამერიკის მოქალაქე, სუედი მურეკეზიცაა.

სახეები ფრონტის ხაზიდან - ფოტორეპორტაჟი ბახმუტიდან და ლიმანიდან

ლიმანში უკრაინელი სამხედროს ეს ფოტო სააგენტო "როიტერმა" 8 დეკემბერს გადაიღო.
1/9 ლიმანში უკრაინელი სამხედროს ეს ფოტო სააგენტო "როიტერმა" 8 დეკემბერს გადაიღო.
უკვე მეათე თვეა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. გთავაზობთ ემოციებს და უკრაინელი სამხედროების სახეებს ფრონტის ხაზიდან. ფოტოები "რადიო თავისუფლებისა" და სააგენტო "როიტერის" ფოტოგრაფებმა გადაიღეს.
უკრაინელი სამხედროები ფრონტის წინა ხაზზე ჯავშანტექნიკას ამოწმებენ და ბრძოლისთვის ემზადებიან. ფოტო ლიმანშია გადაღებული. 
2/9 უკრაინელი სამხედროები ფრონტის წინა ხაზზე ჯავშანტექნიკას ამოწმებენ და ბრძოლისთვის ემზადებიან. ფოტო ლიმანშია გადაღებული. 
უკვე მეათე თვეა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. გთავაზობთ ემოციებს და უკრაინელი სამხედროების სახეებს ფრონტის ხაზიდან. ფოტოები "რადიო თავისუფლებისა" და სააგენტო "როიტერის" ფოტოგრაფებმა გადაიღეს.
უკრაინელი სამხედრო ფრონტის ხაზიდან, რომელსაც თვალზე ცრემლი აქვს. ფოტო გადაღებულია "რადიო თავისუფლების" მიერ დონეცკშის რეგიონში.
3/9 უკრაინელი სამხედრო ფრონტის ხაზიდან, რომელსაც თვალზე ცრემლი აქვს. ფოტო გადაღებულია "რადიო თავისუფლების" მიერ დონეცკშის რეგიონში.
უკვე მეათე თვეა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. გთავაზობთ ემოციებს და უკრაინელი სამხედროების სახეებს ფრონტის ხაზიდან. ფოტოები "რადიო თავისუფლებისა" და სააგენტო "როიტერის" ფოტოგრაფებმა გადაიღეს.
56 წლის ვიქტორი ფრონტის ხაზზე ჩაის სვამს. ფოტო 29 ნოემბერს სააგენტო "როიტერმა" დონბასში გადაიღო. 
4/9 56 წლის ვიქტორი ფრონტის ხაზზე ჩაის სვამს. ფოტო 29 ნოემბერს სააგენტო "როიტერმა" დონბასში გადაიღო. 
უკვე მეათე თვეა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. გთავაზობთ ემოციებს და უკრაინელი სამხედროების სახეებს ფრონტის ხაზიდან. ფოტოები "რადიო თავისუფლებისა" და სააგენტო "როიტერის" ფოტოგრაფებმა გადაიღეს.
ბახმუტში უკრაინელი სამხედროები რუსულ პოზიციაზე თავდასხმისთვის ემზადებიან. ფოტო 7 დეკემბერს არის გადაღებული. 
5/9 ბახმუტში უკრაინელი სამხედროები რუსულ პოზიციაზე თავდასხმისთვის ემზადებიან. ფოტო 7 დეკემბერს არის გადაღებული. 
უკვე მეათე თვეა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. გთავაზობთ ემოციებს და უკრაინელი სამხედროების სახეებს ფრონტის ხაზიდან. ფოტოები "რადიო თავისუფლებისა" და სააგენტო "როიტერის" ფოტოგრაფებმა გადაიღეს.
უკრაინელი სამხედროები სანგარში ცდილობენ დასვენებას. ფოტო ლიმანში სააგენტო "როიტერმა" გადაიღო. 
6/9 უკრაინელი სამხედროები სანგარში ცდილობენ დასვენებას. ფოტო ლიმანში სააგენტო "როიტერმა" გადაიღო. 
უკვე მეათე თვეა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. გთავაზობთ ემოციებს და უკრაინელი სამხედროების სახეებს ფრონტის ხაზიდან. ფოტოები "რადიო თავისუფლებისა" და სააგენტო "როიტერის" ფოტოგრაფებმა გადაიღეს.
35 წლის პეტრო უკრაინელი ჯარისკაცია. ის ამჟამად დონბასში იმყოფება. ფოტო 29 ნოემბერს სააგენტო "როიტერმა" გადაიღო. 
7/9 35 წლის პეტრო უკრაინელი ჯარისკაცია. ის ამჟამად დონბასში იმყოფება. ფოტო 29 ნოემბერს სააგენტო "როიტერმა" გადაიღო. 
უკვე მეათე თვეა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. გთავაზობთ ემოციებს და უკრაინელი სამხედროების სახეებს ფრონტის ხაზიდან. ფოტოები "რადიო თავისუფლებისა" და სააგენტო "როიტერის" ფოტოგრაფებმა გადაიღეს.
ეს ფოტოც ლიმანშია გადაღებული, სადაც ჩანან უკრაინელი სამხედროები, რომლებიც საომრად ემზადებიან. 
8/9 ეს ფოტოც ლიმანშია გადაღებული, სადაც ჩანან უკრაინელი სამხედროები, რომლებიც საომრად ემზადებიან. 
უკვე მეათე თვეა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. გთავაზობთ ემოციებს და უკრაინელი სამხედროების სახეებს ფრონტის ხაზიდან. ფოტოები "რადიო თავისუფლებისა" და სააგენტო "როიტერის" ფოტოგრაფებმა გადაიღეს.
ეს ფოტო ბახმუტშია გადაღებული 7 დეკემბერს, კადრში ჩანს უკრაინელი სამხედრო. 
9/9 ეს ფოტო ბახმუტშია გადაღებული 7 დეკემბერს, კადრში ჩანს უკრაინელი სამხედრო. 
უკვე მეათე თვეა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. გთავაზობთ ემოციებს და უკრაინელი სამხედროების სახეებს ფრონტის ხაზიდან. ფოტოები "რადიო თავისუფლებისა" და სააგენტო "როიტერის" ფოტოგრაფებმა გადაიღეს.
Previous slide
Next slide

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მურაკეზი აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში, ივნისში, ანტირუსული პროტესტისა და „ეთნიკური სიძულვილის“ გაღვივების ბრალდებით დააკავეს.

აშშ-ის „პატრიოტის“ სისტემები უკრაინას

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის პატრიოტების სისტემის გადაცემას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ჟურნალისტს კარლა ბაბს პენტაგონში უდასტურებენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

ინფორმაციის გავრცელებისთანავე, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „პატრიოტის“ სისტემები „დანამდვილებით“ იქნებოდა ლეგიტიმური სამიზნე რუსეთისთვის.

პატრიოტის სარაკეტო სისტემა ამერიკული "ხმელეთი-ჰაერის" სარაკეტო სისტემაა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევა. მას ამერიკასთან ერთად პარტნიორი სახელმწიფოები, მათ შორის, ნატოს წევრი ქვეყნები იყენებენ.

მანამდე, 12 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ უკრაინას მეტი მოწინავე იარაღი მიაწოდონ.

This item is part of

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG