ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვაში, უკრაინის საზღვართან, რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს


Moldova

ორშაბათს, მოლდოვის პოლიციამ აღმოაჩინა რაკეტის ფრაგმენტები, რომლებიც მოლდოვის ჩრდილოეთ რეგიონში, უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს ჩამოვარდა. ეს ცნობა მოლდოვის სახელმწიფო საინფორმაციო პორტალმა „პრიმა სურსამ“ პოლიციაზე დაყრდნობით გაავრცელა.

მოლდოვის ხელისუფლებას კომენტარი დაუყოვნებლივ არ გაუკეთებია ინციდენტის შესახებ, რომლის შესახებ ცნობაც, უკრაინაზე სარაკეტო დარტყმების ახალი ტალღის შემდეგ გავრცელდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ოლეგ ნიკოლენკომ, ინციდენტის შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობების პასუხად კიდევ ერთხელ გააჟღერა კიევის მოწოდება, რომ მოკავშირეებმა კიევს მეტი ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ.

„ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ რუსული სარაკეტო ტერორიუზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებისთვის, არამედ მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებისთვისაც,“ განაცხადა ნიკოლენკომ.

რუსეთს ამ ცნობებზე კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.

მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რაკეტის ნამსხვრევები მოლდოვის ჩრდილოეთში სხვა სოფელშიც ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ანტი-საჰაერო თავდაცვამ, თავდასხმების ადრინდელი ტალღის დროს, 31 ოქტომბერს, რუსულ რაკეტას გზა გადაუჭრა .

XS
SM
MD
LG