ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარებაზე მუშაობს


უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების ფონზე ევროკავშირში რუსეთისთვი ახალი სანქციების დაწესებაზე მსჯელობენ და პარალელურად განიხილავენ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებაზე.

საუბარია დახმარების ახალ 2,1 მილიარდიანი პაკეტზე, რომელიც უკრაინაში ახალი შეიარაღების გაგზავნას უნდა მოხმარდეს.

რაც შეეხება სანქციებს, ევროკავშირს უკვე დაწესებული აქვს რუსეთისთვის სანქციების 8 რაუნდი მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. სანქციები მოიცავს როგორც ეკონომიკურ ასევე ფინანსურ სფეროებს.

უწყვეტ მხარდაჭერას პირდება უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატები. 11 დეკემბერს ამერიკის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

თეთრი სახლის განცხადებაში მოგვიანებით აღნიშნულია, რომ ამერიკა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ჰუმანიტარული საჭიროებების მიმართულებით.

ბაიდენის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ვაშინგტონი ყველა რესურსს გამოიყენებს იმისათვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის და სამხედრო აგრესიისთვის.

უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს საფრანგეთი. პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ საფრანგეთი უკრაინის გვერდით იდგება იმდენ ხანს, რამდენიც დაჭირდება უკრაინის სურვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენას.

მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთში გაიმართება სპეციალური ღონისძიება სადაც უკრაინის დასახმარებლად თანხები შეგროვდება, რათა უკრაინელმა ხალხმა შეძლოს ზამთრის ნორმალურ პირობებში გატარება.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე ესაუბრა თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ ტაიპ ერდოღანს. საუბრის ერთ-ერთი თემა შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტის საკითხი იყო. თურქეთისა და გაეროს ჩართულობით უკრაინის სამი პორტიდან მარცვლეულის ექსპორტი მიმდინარეობს. საუბრის დროს განხილული იყო ექსპორტის გაზრდის შესაძლო გზები.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG