ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი და საუდის არაბეთი - პარტნიორობის "ახალი ერა"


სი ძინპინი (მარცხნივ) და მოჰამედ ბინ-სალმანი (მარჯვნივ) ჩინეთ-არაბეთის სამიტზე რიადში, საუდის არაბეთი. 9 დეკემბერი, 2022 წ.

საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, სპარსეთის ყურის არაბი ლიდერები ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდნენ. პარასკევს, 9 დეკემბერს გამართულ შეხვედრას, საუდის არაბეთის გვირგვინოსანი უფლისწული მოჰამედ ბინ სალმანი მასპინძლობდა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ წამყვან ლიდერად და მნიშვნელოვან გლობალურ პარტნიორად განიხილება.

სი ძინპინს რიადში დიდი საზეიმო ცერემონიით დახვდნენ. ის მოგვიანებით არაბული ლიგის ლიდერებსაც შეხვდა. ლიგის სახელმწიფოების არეალი სპარსეთის ყურეს, ლევანტს და აფრიკის ქვეყნებს მოიცავს.

პარასკევს, 6 სახელმწიფოს ენერგორესურსებით მდიდარი სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრამდე, მხარეებმა ჩინეთთან ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის პაქტს. საუდის არაბეთის უფლისწულმა დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ თქვა, რომ ეს "ჩინეთთან ურთიერთობის ახალი, ისტორიული ეპოქის დასაწყისია".

ვრცელ ერთობლივ განცხადებაში, პეკინმა და რიადმა ერთმანეთს თანამშრომლობის გაღრმავების პირობა მისცეს. ჩინეთი და საუდის არაბეთი აღნიშნავენ, რომ დაიცავენ სუვერენიტეტის და "ჩაურევლობის" პრინციპებს. მათ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრეს და დოკუმენტში კონფლიქტის მშვიდობიანი რეზოლუციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG