ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის უკან დახევამ უკრაინას ახალი იერიშებისთვის გზა გაუხსნა


ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინულ არმიას, რუსეთის უკან დახევამ ახალი იერიშებისთვის გზა გაუხსნა. საუბარია რუსული ჯარისთვის ისეთ მნიშვნელოვანი პუნქტებიდან უკან დახევაზე, როგორიცაა მომარაგების ჯაჭვი და ტყვია-წამლის საცავები, რომელთა დახმარებითაც ფრონტის ხაზზე რუსი სამხედროები იღებენ ტექნიკას, იარაღს, საწვავს და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან მარაგს.

ახალი შესაძლებლობები უკრაინას აძლევს საშუალებას დაასუსტოს მოწინააღმდეგის პოზიციები და შესაძლებლობები ფრონტის ხაზზე.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინელთა წინსვლის გამო რუსეთი იძულებულია გადააადგილოს და შეცვალოს საცავების ადგილმდებარეობა და ის უფრო მოაშოროს ფრონტის ხაზს და დაიცვას ისინი იერიშებისგან.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, სწორედ ლოგისტიკური პრობლემები უშლის რუსეთს ხელს დროულად გაამაგროს პოზიციები და დაიწყოს ფართომასშტაბიანი სახმელეთო შეტევითი ოპერაციები.

უკრაინელი სამხედროების მტკიცებით, რუსეთმა მდინარე დნიპროს სამხრეთ სანაპიროდან, ჯარის ნაწილი გაიყვანა. ეს პირველი საყურადღებო ცნობაა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ხერსონი დატოვა და პოზიციები მდინარის სამხრეთ სანაპიროზე გაიმყარა.

მაშინ როცა უკრაინაში რუსულ ჯარს უკან დახევა უწევს და უკრაინა უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას ათავისუფლებს ოკუპანტებისგან, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ მზად არის შეხვდეს პუტინს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პუტინის სურვილი იქნება დაასრულოს ომი უკრიანაში.

აქვე ჯო ბაიდენი განმარტავს, რომ თუ შეხვედრა შედგება ის მანამდე კონსულტაციებს გაივლის ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG