ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარკ ესპერი - ამერიკის ახალი თავდაცვის მდივანი


მარკ ესპერი
მარკ ესპერი

შეერთებული შტატების სენატმა მარკ ესპერი დღეს თავდაცვის მდივნის პოზიციაზე დაამტკიცა. ამით დასრულდა ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი, რაც პენტაგონი ხელმძღვანელის გარეშე ფუნქციონირებდა. მას შემდეგ, რაც 2018 წლის დეკემბერში პოსტი დატოვა ჯეიმს მატისმა, ამერიკას თავდაცვის მდივანი არ ჰყოლია.

პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობას 18 ივნისამდე პატრიკ შანაჰანი ასრულებდა. მაგრამ, სენატში განხილვების დაწყებამდე, მან საკუთარი კანდიდატურა დაახლოებით ერთი თვის წინ, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო მოხსნა. მას შემდეგ, მარკ ესპერის სახით, პენტაგონს ისევ მხოლოდ მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ჰყავდა.

ახალი თავდაცვის მდივანი 55 წლისაა. ის შეერთებული შტატების არმიის ვეტერანია, სხვადასხვა ეტაპზე მუშაობდა კონგრესში და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის (უმცროსი) დროს - პენტაგონში. ბოლოს, ის ვაშინგტონში ლობისტობით იყო დაკავებული.

თუ არ ჩავთვლით დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის, სენატორ ელიზაბეტ უორენის მწვავე კითხვებს, პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვისას, მარკ ესპერმა სენატის კანონმდებლებისგან დიდი მხარდაჭერა მიიღო. რესპუბლიკელმა მიტჩ მაკონოლმა, სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მოუწოდა რა სენატს მისი მხარდაჭერისკენ, თქვა, რომ თავდაცვის მდივნის პოზიციაზე წარდგენილი "ნომინანტი მაღალკვალიფიციურზე მეტია. მისი საჯარო სამსახურის ისტორია შთამბეჭდავზე მეტია. მისი ერთგულება ჩვენი ჯარისკაცების მიმართ აშკარაზე მეტია. და საჭიროება სენატის მიერ დამტკიცებული თავდაცვის მდივნის, სასწრაფოზე მეტია".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG