ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონის ახალი შეფი ნატოს შეხვედრაზე მიემგზავრება


მარკ ესპერი - აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი
მარკ ესპერი - აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი

მარკ ესპერი, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, ამ კვირაში ბრიუსელში დაგეგმილ, ნატოს შეხვედრაზე მიემგზავრება. ის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პარტნიორებს ირანთან შექმნილი დაძაბულობის დეტალებს გააცნობს.

დისკუსიის მთავარი თემა კი ამერიკა-რუსეთს შორის ბირთვულ განიარაღებაზე დადებული, 1987 წლის შეთანხმების (INF) ამოწურვის მოახლოება იქნება. ხელშეკრულება შეერთებულმა შტატებმა მაშინდელ საბჭოთა კავშირთან დადო და ის შეიცავს რეგულაციებს საშუალო რადიუსის ბირთვული არსენალის გამოყენების თაობაზე.

ესპერისთვის ორშაბათი პირველი დღე იყო შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის როლში. ის უკვე მესამე ოფიციალური პირია, რომელიც ბოლო 6 თვის მანძილზე პენტაგონის შეფის მაგიდასთან იჯდა. 2018 წლის დეკემბერში პოსტიდან გადადგა თავდაცვის მაშინდელი მდივანი ჯეიმს მატისი. პატრიკ შანაჰანმა, თავდაცვის მდივნის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა კი თანამდებობა 18 ივნისს დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG