ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილერი: სანამ პუტინი ხედავს, რომ ნატო ომისთვის მზადაა, მათ შორის ომი არ მოხდება


Kenyan presidential candidate Raila Odinga, center, arrives prior to delivering an address to the nation at his campaign headquarters in downtown Nairobi, Kenya. Kenya is calm a day after Deputy President William Ruto was declared the winner of the narrow presidential election.
Kenyan presidential candidate Raila Odinga, center, arrives prior to delivering an address to the nation at his campaign headquarters in downtown Nairobi, Kenya. Kenya is calm a day after Deputy President William Ruto was declared the winner of the narrow presidential election.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2 თებერვალს რუსეთთან ორმხრივი შეთანხმება შეაჩერა, რომელიც ევროპაში ბირთვული იარაღის შემცირებას ისახავს მიზნად. ამ ნაბიჯით ვაშინგტონმა მოსკოვს 6 თვე მისცა იმისთვის, რომ რუსეთმა ხელშეკრულების პირობების დაცვა განაახლოს. ამერიკის ყოფილი ბირთვული მომლაპარაკებელი და დღეს "სკოუკროფტის ჯგუფის" დირექტორი ფრენკ მილერი ამბობს, რომ INF-ის შეთანხმების გადარჩენა ვეღარ მოხდება. რას ნიშნავს INF-ის გაუქმება, როგორი იქნება მსოფლიო ამ კონკრეტული სახის ბირთვული იარაღის შეზღუდვის გარეშე და რა არის რუსეთის საბლოო მიზანი? ამ თემებზე ფრენკ მილერს ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ფრენკ მილერი, "სკოუკროფტის ჯგუფის" დირექტორი
ფრენკ მილერი, "სკოუკროფტის ჯგუფის" დირექტორი

ბატონო ფრენკ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. 2 თებერვალს, ამერიკამ რუსეთთან არსებული საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის ხელშეკრულების შესრულება შეაჩერა. რას ნიშნავს ეს? როგორია ასეთი მნიშვნელობის შეთანხმებების დატოვების მექანიზმი?

ყველა ხელშეკრულებაში არის ჩადებული ნაწილი, რომელიც ეროვნულ უშიშროებას ეხება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ რომელიმე ხელმომწერი მხარე ჩათვლის, რომ შეთანხმება მის ეროვნულ უშიშროებას ვნებს, მხარეს უფლება აქვს ხელშეკრულება დატოვოს, თუმცა მეორე მხარე ამის შესახებ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის და პირობების დაცვით, წინასწარ უნდა გააფრთხილოს.

ამერიკამ დეკემბერში განაცხადა, რომ რუსები ხელშეკრულებას წლების მანძილზე არღვევენ, რითაც მათ ხელშეკრულება, ფაქტობრივად, გააუქმეს და მათ შეთანხმების პირობების დაცვის განახლებისკენ მოუხმო. მაშინ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ თუ რუსეთი 60 დღის განმავლობაში ხელშეკრულების პირობების შესრულებას არ განაახლებდა, ამერიკა ხელშეკრულების აღსრულებას გაყინავდა და მოგვიანებით მისი დატოვების უფლებას დაიტოვებდა.

ეს არის ქვეყანა, რომელიც დღეს შეიარაღების კონტროლის 9 შეთანხმებას არღვევს. ეს არის ქვეყანა, რომელმაც დიდ ბრიტანეთში სკრიპალები მოწამლა და შემდეგ ამაში ბრიტანელები დაადანაშაულა. ეს კლასიკური საბჭოური სტილის რუსული საქციელია.

რუსეთმა არაფერი გააკეთა. პირიქით, ამ დროის განმავლობაში მათ ევროპაში უფო მეტი იარაღი განალაგეს. ამერიკამ ხელშეკრულებაში საკუთარი ვალდებულებები შეაჩერა. 6 თვეში კი ამერიკა ხელშეკრულებას დატოვებს.

რუსეთის რეაქცია ამ ნაბიჯზე მყისიერი იყო.

რუსეთის რეაქცია მოსალოდნელი იყო. თავიდან ისინი ამერიკას ადანაშაულებდნენ შეთანხმების დარღვევაში და შემდეგ ცდილობდნენ ამერიკა ხელშეკრულებაში დარჩენილიყო. მთელი ამ დროის განმავლობაში კი იარაღის დისლოცირებას აგრძელებდნენ.

შეთანხმების ოფიციალურად გაუქმებამდე 6 თვეა დარჩენილი. თქვენი აზრით, მისი გადარჩენა შესაძლებელია? და არის თუ არა ის გადასარჩენი?

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ INF-ის გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რუსეთი ყველა რაკეტას გაანადგურებს, რომელიც შეთანხმებას არღვევს. ეს, დაახლოებით, 100 რაკეტაა და არანაირი მინიშნება არ არსებობს, რომ რუსეთი მათ განადგურებას აპირებს.

საგულისხმოა, რომ ამას გერმანია ამბობს...

ესაა რუსეთის საქციელი. ეს არის ქვეყანა, რომელიც დღეს შეიარაღების კონტროლის 9 შეთანხმებას არღვევს. ეს არის ქვეყანა, რომელმაც დიდ ბრიტანეთში სკრიპალები მოწამლა და შემდეგ ამაში ბრიტანელები დაადანაშაულა. ეს კლასიკური საბჭოური სტილის რუსული საქციელია.

რამდენად ეფექტური იყო INF-ი?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

ის ძალიან ეფექტური იყო, ალბათ, სხვა ყველა შელშეკრულებაზე ეფექტური. INF-ის დამსახურებაა ის, რომ საბჭოთა კავშირმა ასობით რაკეტა გაანადგურა, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც ჰქონდა განლაგებული. ამერიკამ თავის მხრივ ევროპაში განლაგებული 572 რაკეტა გაანადგურა. 1987 წლიდან 2014-მდე ეს აკრძალვა ძალაში რჩებოდა. აკრძალული რაკეტები განადგურდა და ისინი უკან არ დაბრუნებულა.

მაგრამ 2010-2011 წელს რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ხელშეკრულება აღარ სჭირდებოდა. მაშინ რუსეთმა ბუშის ადმინისტრაციას სთხოვა INF-ი ერთობლივად გაგვეუქმებინა. ადმინისტრაციამ ამ მოთხოვნას უპასუხა, რომ ეს ხელშეკრულება ღირებული იყო და მისი გაუქმება არ სურდა. ამის შემდეგ დაიწყო რუსეთმა საიდუმლო პროგრამა, რომელიც შეთანხმებას არღვევდა. ამერიკამ მათი საიდუმლო პროგრამა 2012-2013 წლებში გამოავლინა.

რუსეთი ამერიკას არა მხლოდ INF-ის დარღვევაში ადანაშაულებს, არამედ უკვე წლებია, მუდმივად სდებს ბრალს ამათუიმ შეთანხმების დარღვევაში. მაგალითად, ანტი-ბალისტიკური რაკეტების შეთანხმების - იგივე ABM-ის დარღვევაში, რომელიც რუსეთის მთავრობას დღემდე ნიმუშად მოჰყავს.

კარგია ეს თემა რომ წამოჭერით. ABM-ს ხელი ნიქსონის პრეზიდენტობის დროს მოეწერა. ის ბირთვული ქობინების ბალისტიკური გადამტან საშუალებებს (რაკეტებს) და ამ რაკეტებისთვის გზის გადამჭრელ სისტემებს კრძალავდა. ამერიკამ ეს სისტემები დაშალა. მოსკოვის გარშემო კი 80-მდე გზაგადამჭრელი დღემდეა განლაგებული. კლინტონის პრეზიდენტობის დროს, ამერიკა ჩრდილოეთ კორეისგან გრძელ-რადიუსიანი რაკეტების საფრთხეს ხედავდა და ანტი-სარაკეტო სისტემების განლაგება უნდოდა. კლინტონისგან ეს საკითხი ბუშმა გადაიბარა. 2001 წელს ბუშ უმცროსმა ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ ხელშეკრულების დატოვება ჩრდილოეთ კორეის საფრთხის გამო სურდა. ამის შემდეგ, ამერიკამ საჯაროდ გამოაცხადა, რომ ხელშეკრულებას გათვალისწინებული ვადების დაცვით დატოვებდა. ეს არ იყო არანაირი საიდუმლო. დღე ამერიკას დასავლეთ სანაპიროსა და ალასკაზე იმაზე ნაკლები გზაგადამჭრელები აქვს განლაგებული, ვიდრე რუსეთს მხოლოდ მოსკოვის გარშემო.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში (უმცროსი)
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში (უმცროსი)

მნიშვნელოვანია იმის გახსენება, რომ როცა ამერიკამ ABM დატოვა, ყველა ამბობდა, რომ ამით ამერიკასა და რუსეთს შორის იარაღის კონტროლის შეთანხმება აღარსოდეს დაიდება. მაგრამ 2002 წელს ამერიკამ და რუსეთმა ახალი შეთანხმება დადეს, რომელსაც „მოსკოვის ხელშეკრულება“ ჰქვია. რუსები ხშირად ივიწყებენ, რომ მას შემდეგ, რაც ABM გაუქმდა, ჩვენს შორის მალევე იარაღის კონტროლის ახალი ხელშეკრულება დაიდო.

და ამის შემდეგ იყო ახალი სტარტი...

დიახ, ობამას პრეზიდენტობის დროს. ანუ, რუსები მცდარ განცხადებებს აკეთებენ.

თუ ეს ერთგვარი ტენდენციაა, რომ რუსეთი ჯერ ტოვებს ან არღვევს შეთანხმებას და შემდეგ ამერიკასთან ახალ ხელშეკრულებას დებს, INF-ის შემთხვევაში არსებობს იმედი, რომ მისი გაუქმების შემდეგ ბირთვული იარაღის კონტროლის ახალ შეთანხმებას მოეწეროს ხელი?

შეიძლება, თუმცა არ ვიცი რას ფიქრობს ამ თვალსაზრისით ადმინისტრაცია. ვფიქრობ, ახალი ხელშეკრულება, რომელიც INF-ის მსგავსი იქნება, არ დაიდება. უფრო სავარაუდოა, რომ ახალი სტარტი გაფართოვდეს, რომელსაც ვადა 2021 წელს გასდის და საშუალო და მოკლე რადიუსის ბირთვული რაკეტების კონტროლიც მან დაარეგულიროს.

თქვენი აზრით, ჩინეთი შეიძლება ამ პროცესის ნაწილი გახდეს?

არა. ვისურვებდი, რომ ეს ასე იყოს. მაგრამ ჩინეთის პროგრამები იმდენად აქტიურია, რომ მთავრობას არანაირი წამახალისებელი ფაქტორი არ აქვს, რომ ამ პროცესში ჩაერთოს. არ მგონია დღეს არსებობდეს იმის იმედი, რომ სი ძინ პინი მოლაპარაკებაში ჩაერთოს. თუმცა, მგონია, რომ ტრამპსა და პუტინს შორის ახალი შთანხმების შანსი არის.

და ამ ახალ შეთანხმებას აზრი ექნება?

ბატონი პუტინი ისე იქცევა, თითქოს უდანაშაულოა მაშინ, როცა მისი ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშია განლაგებული, როცა მოახდინა ყირიმის ანექსია, როცა უკრაინაში, დონბასში ომს აწარმოებს. პუტინი გავლენის ისეთი სფეროს შექმნას ცდილობს, როგორიც რუსეთის იმპერიას ჰქონდა. ვფიქრობ, საშუალება თუ მიეცა, ის საბჭოთა კავშირს თავიდან შექმნის.

დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაიწერება ახალი შეთანხმება და რა სახის შემოწმების რეჟიმი იქნება მასში ჩადებული. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი რატომაც აწერ შეთანხმებას ხელს ის არის, რომ შეამოწმო რამდენად იცავს მეორე მხარე მის პირობებს. როგორც უკვე ვახსენე რუსები დღეს იარაღის კონტროლის 9 შეთანხმებას არღვევენ. ეს არ არის კარგი მაჩვენებელი.

მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთთან მაინც ვრჩებით ამ შეთანხმებებში. აქვს ამას აზრი? INF-დან ამერიკის გამოსვლას ოპონენტები სწორედ ამიტომ აკრიტიკებენ, რომ შეთანხმების დატოვების შემდეგ ამერიკა ავტომატურად უარს ამბობს შემოწმების მექანიზმების ქონაზე. რას ფიქრობთ ამ არგუმენტზე?

INF-ის შემთხვევაში ეს ღირებული არგუმენტი აღარაა იმის გამო, რომ შემოწმების რეჟიმის ვადა გავიდა. თვითონ ხელშეკრულებას ვადა არ ჰქონდა და ის სამუდამოდ უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ შემოწმების რეჟიმს ვადა ხელმოწერიდან 10-15 წელში გაუვიდა. ამ დროისთვის მხარეებს განადგურებული ჰქონდათ იარაღი და მათ ამ ხელშეკრულებით პირობა დადეს, რომ ამ სახის იარაღს აღარ შექმნიდნენ. კიდევ ერთი კრიტიკა ის არის, რომ შეთანხმების გაუქმებით, რუსეთი საშუალო რადიუსის რაკეტების განლაგებას განაახლებს, რადგან ბარიერი მოეხსნება. რუსეთს ბარიერი არც ახლა აქვს. ისინი 2017 წლის შემდეგ აქტიურად აწარმოებენ ამ რაკეტების პოზიციებზე განთავსებას. მათ უკვე 4 ბატალიონი აქვთ ისეთი, რომელიც INF-ის პირობებს არღვევს, მაგრამ რუსეთი ამას, რა თქმა უნდა, უარყოფს.

თქვენი აზრით, რა არის რუსეთის საბოლოო მიზანი?

არ ვიცი. ეს არაჩვეულებრი კითხვაა. პასუხი, ალბათ, იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად ძლიერია პუტინის მადა დააშინოს ევროპელი მოკავშირეები და შეანელოს ამერიკის შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესი. ბატონი პუტინი ისე იქცევა, თითქოს უდანაშაულოა მაშინ, როცა მისი ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშია განლაგებული, როცა მოახდინა ყირიმის ანექსია, როცა უკრაინაში, დონბასში ომს აწარმოებს. პუტინი გავლენის ისეთი სფეროს შექმნას ცდილობს, როგორიც რუსეთის იმპერიას ჰქონდა. ვფიქრობ, საშუალება თუ მიეცა, ის საბჭოთა კავშირს თავიდან შექმნის. ეს არ მოხდება და ამიტომაცაა საჭირო ნატოს და ამერიკას შეკავბის ძლიერი ბერკეტები ჰქონდეთ, როგორც ჩვეულებრივი შეიარაღების, ასევე ბირთვული თვალსაზრისით. პუტინს შესაძლებლობა რომ მიეცეს, ის ჩვენს ნებისმიერ სისუსტეს გამოიყენებს.

ხედავთ თუ არა რუსეთსა და ნატოს შორის სამხედრო დაპირისირების შანსს? ან მაგალითად, არაპირდაპირი სამხედრო კონფლიქტის შესაძლბელობას?

სანამ პუტინი ხედავს, რომ ნატო ომისთვის მზადაა, არ მგონია პირდაპირი დაპირისპირება მოხდეს. პრობლემა მაშინ გაჩნდება, თუ პუტინმა არასწორი გათვლები გააკეთა და დაასკვნა, რომ ნატოში პოლიტიკური ნება დაიკარგა ან ამერიკა ნატოს მხარს აღარ უჭერს. ეს იქნება ყველაზე საშიში სიტუაცია - დადახლოებით ისეთი, როგორც ეს ჰიტლერის შემთხვევაში მოხდა, როცა მან 1936-39 წლებში ქვეყნები დაიპყრო და ჩათვალა, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი პოლონეთს არ დაიცავდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა. პუტინი გააგრძელებს პროვოკაციულ მოქმედებებს - მისი თვითმფრინავები გააგრძელებენ ჩვენებთან ძალიან ახლოს ჩაფრენას, ან მისი გემები ჩვენს გემებთან ახლოს გაცურვას. ეს შემთხვევით არ ხდება - ასეთი მოქმედების ბრძანება კრემლიდან მოდის.

გამალებული შეიარაღება მიმდინარეობს, მაგრამ რუსეთსა და ჩინეთს შორის და არა ამერიკასა და რუსეთს შორის. პუტინი ძალიან აქტიურად ცდილობს ამერიკის ახალი შეიარაღების განვითარებას ხელი შეუშალოს.

როგორ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ პურინმა არასწორი გათვლა არ გააკეთოს?

ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ველზე ისეთი სამხედრო ძალა გვყავდეს, რომელსაც შემაკავებელი შესაძლებლობები აქვს. ამით რუსეთს სიგნალი გაეგზავნება. ასევე დიპლომატიური არხებითაც უნდა გავაგრძელოთ სიგნალების გზავნა. მაგალითად, ნატოს თავდაცვის მინისტრების კომუნიკე ამის ერთი ნიმუშია. ის რუსეთს ალიანსის ერთობას და თავდაცვისთვის მზაობაზე მიუთითებს. მაგრამ ეს ყოველ დღე უნდა ხდებოდეს და ამ გზავნილის კომუნიკაცია არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ჩვენს საკუთარს მოსახლეობასთანაც უნდა ხდებდეს.

დაშლამდე საბჭოთა კავშირს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა გამალებულმა შეიარაღებამ მიაყენა, რომელმაც მისი ეკონომიკა დაშალა. თქვენი აზრით, მიმდინარეობს თუ არა გამალებული შეიარაღება ამერიკასა და რუსეთს შორის დღეს? და თუ კი, შეიძლება ამას რუსეთის ეკონომიკაზე გავლენა ჰქონდეს?

პირველ კითხვაზე - არის თუ არა გამალებული შეიარაღება პასუხი არის არა. რუსები ახალ ბირთვულ შეიარაღებას ბოლო 10 წლის განმავლობაში განალაგებენ ხმელეთზე, ზღვაში და ჰაერში. ქმნიან ახალ სარაკეტო სიტემებს. იგივეს აკეთებს ჩინეთიც. ამერიკას სტრატეგიული ძალები უნდა გაეახელბინა ჯორჯ ბუშ უმცროსის დროს. მან ეს არ გააკთა. იგივე უნდა გაეკეთებინა ობამას. ეს არც მაშინ მოხდა. ამერიკა მხოლოდ ახლა აკეთებს ამას, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი შეიარაღება ჯარს 2025-სთვის გადაეცემა. გამალებული შეიარაღება მიმდინარეობს, მაგრამ რუსეთსა და ჩინეთს შორის და არა ამერიკასა და რუსეთს შორის. პუტინი ძალიან აქტიურად ცდილობს ამერიკის ახალი შეიარაღების განვითარებას ხელი შეუშალოს.

ეკონომიკას რაც შეეხება, საკმარისია გავიხსენოთ ის, რომ რუსეთი უწყვეტად ამცირებს წყალქვეშა გემების თუ სარაკეტო სისტმების რაოდენობას, რომლებიც თავდაპირველად ჰქონდა დაგეგმილი. ჩემი აზრით, რუსეთის ეკონომიკას პრობლემები უკვე ეტყობა და პუტინი ნერვიულობს იმასზე, რომ როცა ამერიკა განახლებულ შეიარაღებაზე გადავა, ის ტემპის შენარჩუნებას ვერ შეძლებს.

როცა რუსეთზე ვსაუბრობთ, საუბრობთ საბჭოთა კავშირზე გაცილებით პატარა და გაცილებით სუსტ ქვეყანაზე. საბჭოთა კავშირი ზე-სახელმწიფო იყო, რუსეთი ზე-სახელმწიფო არ არის. თუმცა, რუსეთთან ამერიკას სახადასხვა ხელშეკრულების გათვალისწინებით, ისეთი ურთერთობა აქვს, როგორიც თანასწორ ქვეყანასთან - საბჭოთა კავშირთან - ჰქონდა. არის თუ არა რუსეთი ამერიკის თანასწორი ქვეყანა?

არა. რუსეთი თანასწორი პარტნიორი არ არის, მაგრამ რუსეთს დიდი ოდენობით ბირთვული იარაღი აქვს. რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ სუსტია, მაგრამ იმის გამო, რომ ის ბირთვული სახელმწიფოა, იმის გამო, რომ იმუქრება ამ ბირთვული იარაღის გამოყენებით, და ამასთან საკმაოდ დიდი და უკვე განახლებული ჩვეულებრივი შეიარაღება აქვს, ჩვენ მათთან ურთიერთობა უნდა გავაგრძელოთ. რუსეთს პატივისცემით, მაგრამ მტკიცედ უნდა მივუდგეთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG