ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატრიკ შანაჰანი ამერიკელების დაცვის პირობას დებს


პენტაგონში თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანაანმა დღეს განაცხადა, რომ დეპარტამენტი აგრძელებს შეერთებული შტატების უსაფრთხოებაზე ზრუნვას. შანაანმა თანამდებობა ოფიციალურად მისი წინამორბედის, ჯიმ მატისის გადადგომის შემდეგ დაიკავა.

“მე მოველი პრეზიდენტთან ერთად მუშაობას რათა მისი ხედვა განვახორციელოთ [თავდაცვის სხვა] ძლიერ ლიდერებთან ერთად”, - ნათქვამია შანაანის განცხადებაში. შანაანს გენერალ მატისისგან განსხვავებით, სამხედრო გამოცდილება არ აქვს. ის თავდაცვის დეპარტამენტს 2017 წელს შეუერდა და იქამდე საავიაციო კომპანია “ბოინგში” მუშაობდა. შანაანმა “ბოინგში” 30 წელი დაჰყო და სხვადასხვა დროს სამოქალაქო და სამხედრო პროგრამები ებარა.

მატისი 20 დეკემბერს გადადგა, მას შემდეგ რაც მას და პრეზიდენტ ტრამპს შორის, სირიიდან შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაყვანის გამო უთანხმოება გაჩნდა. მატისი ამერიკის სირიაში დარჩენას ემხრობოდა, თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა სამხედროების შინ დაბრუნების გადაწვეტილება მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG