ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ყოველწლიური გამოსვლისთვის ემზადება


28 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესს მიმართავს

2014 წელი შეერთებული შტატებისთვის დატვირთული პოლიტიკური წელი იქნება. პრეზიდენტი ბარაკ ობამა 28 იანვარს, სახელმწიფოს პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ კონგრესში ყოველწლიური გამოსვლის დროს მიმართვაში ისაუბრებს. ნოემბერში კონგრესის არჩევნები იმართება, რომლის შედეგები განსაზღვრავს ამერიკის მომავალი პოტენციური პრეზიდენტის ვინაობას და ასევე ორივე პარტიის შემდგომ პოლიტიკურ სვლებს.

გასულ წელს, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან ცოტა ხანში კონგრესში გამართული ყოველწლიური მიმართვის დროს კანომდებლები ბარაკ ობამას საკმაოდ თბილად შეხვდნენ.

"ეს მოხსენება დიდი პროგრესით გამოირჩევა," განაცხადა ობამამ გასულ წელს.

თუმცა 2013 წელი საკმაოდ რთული პოლიტიკური წელი იყო ობამასთვის, პირველ რიგში მის მიერ ინიცირებული საყოველთაო დაზღვევის პროექტის წარუმატებელი პრეზენტაციის გამო.

პრეზიდენტ ობამას იმედი აქვს, რომ მიმდინარე წელს დიდ ყურადღებას დაუთმობს მდიდარ და ღარიბ ფენას შორის არსებული დიდი კონტრასტის შემცირების საკითხს.

მისი განცხადებით, ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესმა უყურადღებოდ არავინ უნდა დატოვოს და ამ მიმართულებით მათ ბევრი უნდა იმუშაონ.

მოსალოდნელია რომ რესპუბლიკელები წელსაც გააგრძელებენ პრეზიდენტ ობამას დაზღვევის საყოველთაო რეფორმის ჩაძირვას, ამის შესახებ რესპუბლიკელების სტრატეგი რონ ბონჯენი საუბრობს.

"ეს ჯანდაცვის საკითხია. თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც არაკომპეტენტური მიდგომაა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდა პროცესის ამგვარად შეტრიალება," ამბობს ბონჯენი.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ჯონ ბეინერის განცხადებით, რესპუბლიკელთა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი სოციალური დახმარების პროგრამების მუშაობის პერსპექტივაა.

"პრეზიდენტიც და დემოკრატებიც უარს აცხადებენ მოხდეს ამ პროგრამასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა თუკი რესპუბლიკელები გადასახადების გაზრდას არ დათანხმდებიან, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ რომ გადასახადების გაზრდა მოვითხოვოთ," აცხადებს ბეინერი.

არსებობს მოლოდინი რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ყურადღებას დაუთმობს რამდენიმე იმედის მომცემ მომენტს ამერიკის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და შეუსაბამო სახელფასო პოლიტიკის მიმართ, აცხადებს ბრუკინგსის ინსტიტუტის წარმომადგენელი თომას მანი.

"როგორ მიდის ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი, ამაში შედის ორივე - ხელფასების და სამუშაო ადგილების თემა. თუმცა ამის უკან არსებობს ეკონომიკური უთანასწორობის და ორი ამერიკის პრობლემაც," აცხადებს მანი.

მეორე საპრეზიდენტო წრეზე პრეზიდენტებს ხშირად ექმნებათ საკუთარი პოლიტიკური გავლენის სიძლიერის პრობლემა ამბობს ანალიტიკოსი ჯონ ფორტიე.

"ხშირად პრეზიდენტების პოპულარობა ეცემა. კონგრესის ოპოზიციისგან მხრიდან მათ პრობლემები ექმნებათ, უკმაყოფილება შეიძლება კონგრესის მხოლოდ ერთი ფრაქციის მხრიდანაც იყოს. ამის გამო პრეზიდენტს არ ეძლევა საშუალება საკუთარი გეგმის მიხედვით იმუშაოს კონგრესთან როგორც ეს მისი საპრეზიდენტო მმართველობის პირველ რაუნდზე ხდებოდა," აცხადებს ჯობ ფორტიე.

ფორტიე ამატებს, რომ კონგრესის ნოემბრის არჩევნებამდე მიმდინარე წელს სერიოზული პოლიტიკური ბრძოლა გაიმართება.

ჯონ ფორტიეს განცხადებით, შუალედური არჩევნები მნიშვნელოვანია გრძელვადიანი არჩვენების დროს და პოლიტიკოსების პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოსვლა. რესპუბლიკელებისთვის მთავარ საკითხს წარმოადგენს ის, მიიღებენ თუ არა საჭირო ხმებს სენატში ადგილების მოსაპოვებლად.

რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში 435-ივე ადგილი ამ წელს სერიოზული რისკის ქვეშ დადგება. ასევე გაირკვევა დემოკრატების მიერ ერთი-მესამედი ადგილით კონტროლირებული სენატის და 36დემოკრატი გუბერნატორის ბედიც.
XS
SM
MD
LG