ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფულად გადარიცხვებზე დაკვირვება აშშ-ში


ფულად გადარიცხვებზე დაკვირვება 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მიღებული კანონი „პატრიოტის აქტის“ საფუძველზე ხდება.

ამერიკის ორი გავლენიანი გაზეთი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტო საერთაშორისო ფულადი გზავნილების მონაცემებს აგროვებდა. გაზეთების ინფორმაციით, ამ ოპერაციისთვის დაზვერვის სააგენტო იგივე კანონს იყენებდა, რასაც ეროვნული უშიშროების სააგენტო ინტერნეტ და სატელეფონო კომუნიკაციების მოსაგროვებლად.

„ნიუ იორკ ტაიმსი“ და „უოლ სტრიტ ჯორნალი“ აცხადებენ, რომ ანონიმურმა წყაროებმა, რომლებიც ამერიკის მთავრობის ყოფილი და ახლანდელი მაღალჩინოსნები არიან, დაადასტურეს პროგრამის არსებობა.

ფულად გადარიცხვებზე დაკვირვება 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მიღებული კანონი „პატრიოტის აქტის“ საფუძველზე ხდება.
XS
SM
MD
LG