ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს დაზვერვა ირანიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრობს


აშშ-ს დაზვერვა ირანიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრობს
აშშ-ს დაზვერვა ირანიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრობს

შეერთებული შტატების დაზვერვის ხელმძღვანელის ჯეიმს კლაპერის განცხადებით კიდევ უფრო გაიზარდა ირანის მხრიდან მომავალი საფრთხე.

ბატონი კლაპერის მტკიცებით გასულ წელს საუდის არაბეთის ელჩის უშედეგო ლიკვიდაციის შემდეგ ირანმა შესაძლოა რაიმე ოპერაცია განახორციელოს ამერიკის ტერიტორიაზე.

შეერთებული შტატების სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას ჯეიმს კლაპერმა ირანიდან მომავალ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით: ირანის წარმატება ურანის გამდიდრების პროცესში ადასტურებს, რომ ამ ქვეყანას საკმარისი მარაგი გააჩნია ბირთვული იარაღის შესაქმნელად, თუ მისი პოლიტიკური და სულიერი ლიდერები ამას მოინდომებენ.

ამერიკის დაზვერვის დიერქტორის განცხადების თანახმად ირანის ლიდერები დღეს კიდევ უფრო დაინტერესებულნი არიან შეერთებული შტატების წინააღმდეგ განახორციელონ თავდასხმა, როდესაც მათი აზრით ამერიკა ირანის სახლმწიფოს ემუქრება.

რაც შეეხება საქრთველოს, დაძაბულობა მომდინარეობს რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ოკუპაციიდან და ამ რეგიონებთან პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებიდან. ნათქვამია შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის ყოველწლიურ ანგარიშში.

XS
SM
MD
LG