ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ


ამერიკა ესპანეთში თვეში 60 მილიონ სატელეფონო ზარს უსმენდა

ესპანეთის მთავრობამ ამერიკის ელჩი ბრალდებაზე ახსნა-განმარტების მისაცემად მიიწვია, რომლის თანახმადაც ამერიკა ესპანეთში თვეში 60 მილიონ სატელეფონო ზარს უსმენდა. ეს ინფორმაცია ესპანურ გაზეთ ელ მუნდოში გავრცელდა. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურები სატელეფონო ნომრებსა და ზარების ხანგრძლივობას აფიქსირებდნენ და არა მათ შინაარსს.

ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი გაზეთის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხუთი წლის განმავლობაში არ იცოდა, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურები მსოფლიო ლიდერების სატელეფონო ზარებს უსმენდნენ, მათ შორის, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ტელეფონსაც.

გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ანონიმური წყარო იუწყება, რომ პრეზიდენტმა ობამამ სათვალთვალო პროგრამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც რამდენიმე თვის წინ შიდა გამოძიების ჩატარება მოითხოვა.
გაზეთი აცხადებს, რომ ამერიკის სადაზვერვო სააგენტოები მსოფლიოს 35 ლიდერს სისტემატურად უსმენდნენ და თვალთვალის პროგრამა მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა, რაც ობამამ ამის შესახებ შეიტყო.
XS
SM
MD
LG