შეერთებული შტატები იწყებს ახალ კამპანიას უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, რათა ბიძგი მისცეს ნელი ტემპით მოძრავ ამერიკულ ეკონომიკას.
ამერიკას მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა აქვს, მაგრამ პრეზიდენტმა ობამამ ხუთშაბათს გაახმოვანა გეგმები, რომლის მიხედვითაც ფედერალური მთავრობა დაიწყებს ძალისხმევის მიმართვას მეტი უცხოური კომპანიის ამერიკაში შემოსაყვანად. განსაკუთრებული ინტერესის საგანია ისეთი კომპანიები, რომლებიც გააფართოებენ ამერიკის დასაქმების ბაზარს. დღემდე უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, ჩვეულებრივ შტატების გუბერნატორები და მსხვილი ქალაქების მერები იყვნენ დაკავებულნი.
ინვესტიციების ახალი ძიება ჩამოჰგავს იმის აღიარებას, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის არ მიიჩნევა ბიზნეს ინვესტიციის სასურველ ადგილად, განსაკუთრებით თუ შევადარებთ ისეთ ქვეყნებს, სადაც კომპანიები, როგორც წესი, ბევრად ნაკლებ ხელფასს უხდიან თანამშრომლებს.