შეერთებული შტატების ეკონომიკის გაჯანსაღების დამაფიქრებელი უღიმღამო ტემპი შესაძლოა შრომის ბაზარს ზიანს აყენებდეს.
„პი-ენ-სი“ ბანკის ფინანსური სამსახურის ეკონომისტი გას ფაუჩერი ამბობს, რომ ვაშინგტონში გაჩაღებული პოლიტიკური ომი, რამაც ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად გამოიწვია მთავრობის დახურვა, ვერ დაეხმარა მდგომარეობის შემსუბუქებას.
„ასე, რომ ისინი ახალი თანამშრომლების დაქირავებას ერიდებოდნენ და ვფიქრობ, გვაქვს ჯანდაცვის კანონთან დაკავშირებული დამაფიქრებელი გარემოებებცც, რომლებიც ახალი თანამშრომლების დაქირავებაზე მოქმედებენ.“
მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში მოსალოდნელზე ნაკლები სამუშაო ადგილი შეიქმნა, ამერიკელების უფრო ნაკლებმა რაოდენობამ მიმართა უმუშევრობის დახმარების მისაღებად, რამაც გამოიწვია ქვეყანაში უმუშევრობის დონის მაჩვენებლის შემცირება და ის ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა.
მთავრობის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ უოლ სტრიტზე აქციების ფასმა მოიმატა.
კონსერვატიული „ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის“ ეკონომისტი მაიკლ სთრეინი ამბობს, ეს იმიტომ ხდება, რომ ზომიერი სამუშაო ადგილების ზრდა ნაკლებად სავარაუდოს ხდის შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის მიერ ბონდების შესყიდვის შემცირებას.
„იმის ალბათობა, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკი 2013 წელს შეკვეცს აქტიურობას, ჩემის აზრით ნულის ტოლია.“
ფედერალური სარეზერვო ბანკი ყოველთვიურად 85 მილიარდი დოლარის სამთავრობო ბონდებს და ფასიან ქაღალდებს ყიდულობდა, რათა საპროცენტო განაკვეთები დაბალ დონეზე შეენარჩუნებინა და წაეხალისებინა ბიზნესების და მომხმარებლების ხარჯვითი აქტივობა. სთრეინი ვერ ხედავს ამერიკის ეკონომიკის იმდენად სწრაფი გაჯანსაღების პროცესს, რამაც შეიძლება შეცვალოს ფედერალური რეზერვის ამ წლის კურსი.
ის აღიარებს, რომ ვაშინგტონში, კონგრესში გამართულმა ძიძგილაობამ ამერიკის ეკონომიკას ზიანი მიაყენა, მაგრამ ამბობს, რომ ეს არ არის დაკავშირებული სექტემბერში სამუშაო ადგილების შექმნის ტემპის შენელებასთან.
„გამოკითხვის კვირა სექტემბრის შუა რიცხვებში, მთავრობის ნაწილობრივ დახურვამდე და სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის თაობაზე გაცხარებულ დებატებამდე იყო. ასე, რომ თუ გვინდა დავინახოთ მთავრობის დახურვასთან და სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის საკითხთან დაკავშირებული მონაცემები, ალბათ ოქტომბრის ციფრებს უნდა გავეცნოთ.“
კარგი სიახლე კი სამშენებლო ბიზნესში 20 ათასი სამუშაო ადგილის შექმნაა, რაც საბინაო ბაზრის გამოცოცხლებაზე მიანიშნებს. მთავრობამაც გასულ თვეს დაახლოებით 22 ათასით გაზარდა თანამშრომლების დაქირავება.
ანალიტიკოსები სამუშაო ადგილების მონაცემების მეტ ცვალებადობას მოელიან, როცა ოქტომბრის ანგარიში გამოქვეყნდება.