ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმუშევრობის საუკეთესო მაჩვენებლები


2008 წლის კრიზისის შემდე ქვეყნის უმუშევრობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

შეერთებულ შტატებში სექტემბერში სულ რაღაც 148,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. მაგრამ ქვეყნის უმუშევრობის მაჩვენებელი ბოლო ხუთი წლის განმალობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა.

სამშაბათს სახელმწიფოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წინა თვეს აგვისტოსთან შედარებით უმუშევრობის მაჩვენებელმა 7,2 პროცენტიდან ერთი მეათედით დაიწია.

ეს 2008 წლის კრიზისიდან მოყოლებული საუკეთესო მაჩვენებელია. 2008 წელს შეერთებულმა შტატებმა ერთ ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკური დარტყმა მიიღო, რომლის ექვივალენტიც მხოლოდ 1930 წლის დეპრესიის დროს იყო.

სამუშაო ადგილების გაზრდის პარალელურად ეკონომიური ზრდა შენელდა. ამაზე გავლენა მთავრობის 16 დღიანმა დახურვამ მოახდინა, რომელზეც ბიუჯეტიდან 24 მილიარდი დაიხარჯა.

მიუხედავად ამისა აგვისტოდან მოყოლებული სამუშაო ადგილები 169,00 დან 193,000 მდე გაიზარდა.
XS
SM
MD
LG