ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის დღეა


გაეროს განცხადებით, ხშირად ადამიანის უფლებებს ძალადობის მეთოდების გამოყენებით სხვადასხვა ქვეყნებში ხელისუფლების წარმომადგენლები არღვევენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:48 0:00
ბმული

დღეს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის დღე აღინიშნება. გაერო წელს, ვენის დეკლარაციის ხელმოწერიდან 20 წლის თარიღს აღნიშნავს, რომელიც ქვეყნებს ადამიანის უფლებების დაცვისკენ და პატივისცემისკენ მოუწოდებს. ამ დეკლარაციის საფუძველზე გაეროში ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის თანამდებობა შეიქმნა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მარგარეტ ბეშირი მოგვითხრობს.

საკითხი თითქოს მარტივია - ბავშვები სკოლაში სწავლის მისაღებად მიდიან.

თუმცა როდესაც გასულ წელს მოზარდ აქტივისტს მალალა იუსაფზაის თავს თალიბანის ჯგუფის წევრები დაესხნენ, დაისვა კითხვა, წარმოადგენს თუ არა სკოლა ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიას, რომლის უფლებების ხელყოფა არ შეიძლება.

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი აცხადებს, რომ მსოფლიოში 57 მილიონი ბავშვი დადის სკოლაში. მათი უმრავლესობა კონფლიქტურ ზონაში ცხოვრობს და მათ დიდ ნაწილს გოგონები წარმოადგენენ.

ბან კი მუნი: არცერთი ბავშვი არ უნდა დაიღუპოს სკოლისკენ მიმავალ გზაზე. არსად არ უნდა ეშინოდეთ მასწავლებლებს და მოსწავლეებს სკოლაში სიარული და სწავლის პროცესის ჩატარება.

განათლების მიღების უფლება, ბავშვთა უფლებების დაცვა, ქალთა წინააღმდეგ ძალადობა, და სიღარიბის დაძლევის საკითხები - ვენის დეკლარაციაში ადამიანის უფლებების დაცვის ყველა ასპექტი გაითვალისწინეს.

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე ადამიანის უფლებების სფეროში ივან სიმონოვიჩი ამბობს, რომ 1993 წლის დეკლარაციამ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით თამაშის წესები შეცვალა.

ივან სიმონოვიჩი: ეს იყო მოვლენა, რომელმაც გლობალური სამყაროს წინაშე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი წინა პლანზე წამოწია.

თუმცა წარმატებების მიუხედავად, ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩის“ წარმომადგენელი ფილიპ ბოლოპიონი ამბობს, რომ ბევრ ქვეყანაში ადამიანის ძირითადი უფლებების ძირითადი პრინციპების გასატარებლად ბრძოლა კვლავაც გრძელდება.

ფილიპ ბოლოპიონი: რთულია არ გაგახსენდეს დღეს სირიაში არსებული მდგომარეობა, იქ მყოფი ადამიანების ყოფა, ან აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ალბათ ფიქრობენ რომ საერთაშორისო საზოგადოებას ისინი დაავიწყდა. და ისინი სწორად ფიქრობენ. გაეროს მიერ ამ მიმართულებით მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ისევ არსებობს ტრაგიკული ხასიათის წარუმატებლობა, და ხშირად ამის საფასურს უბრალო ადამიანები იხდიან.

სიმონოვიჩი ამბობს, რომ კონფლიქტების დროს პირველ რიგში სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხს ვეჯახებით.

ივან სიმონოვიჩი: თუკი დროულად ვიმოქმედებთ, შეიძლება პრევენცია მოვახდინოთ. ამჟამად გაეროს გენერალური მდივანი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელსაც „წინა ფრონტი“ ჰქვია. ის კონფლიქტების დროს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხს ცენტრალურ მოვლენად განიხილავს.

სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობები პასუხისმგებელნი არიან რომ თავიანთ ქვეყნებში ადამიანის უფლებები დაიცვან. თუმცა სირიის და ცენტრალური აფრიკის ქვეყნების მთავრობები მათ შორის არიან, რომლებიც ადამიანის უფლებებს საკუთარ ქვეყნებში თავად, ძალადობის მეთოდების გამოყენებით არღვევენ.

საერთაშორისო ორგანიზაციის „ჰუმან რაით ვოჩის“ წარმომადგენელი, ბოლოპიონი ცოტა ხნის წინ სირიაში იმყოფებოდა. ის იქ იმ ადამიანების ნათესავებს შეხვდა, რომლებიც ამბოხებულებმა დახოცეს და ახლა ხელისუფლების სავარძლებში მოკალათდნენ.

ფილიპ ბოლოპიონი: ძალიან ხშირად სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები არიან პასუხისმგებლები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის დროს. და როდესაც ასეთ შემთხვევებთან გვაქვს საქმე, ამაზე რეაგირება საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოახდინოს, რათა მათი შეჩერება შეძლონ.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, გაეროს ორგანიზაცია ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ ხუთი პიროვნებას ამ სფეროში შეტანილი წვლილისთვის სპეციალურ ჯილდოს გადასცემს. მათ შორის არიან მაროკოელი ჟურნალისტი და პაკისტანელი აქტივისტი განათლების საკითხში მალალა იუსაიფზაი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG