ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერგეი მაგნიტსკის საქმე


ორგანიზაცია საერთაშორისო ამნისტია სასამართლო პროცესს აპროტესტებს

ორგანიზაცია საერთაშორისო ამნისტია რუსი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესს აპროტესტებს. რუსი უფლებადამცველი სავარაუდოდ ციხეში ცემით გარდაიცვალა.

საერთაშორისო ამნისტიის განცხადებით, გარდაცვლილი ადამიანის გასამართლება და მისი ნათესავებისთვის ჩვენებების მიცემის იძულება საშიში პრეცედენტია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული სიტუაციის გაუარესებას. სიკვდილისშემდგომ გასამართლებას ორგანიზაცია ავისმომასწავებელ ფარსს უწოდებს და აცხადებს, რომ ამით მაგნიტსკის ფუნდამენტური უფლებები სიკვდილის შემდეგ კიდევ ერთხელ ირღვევა.

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო ამტკიცებს, რომ 2011 წლის დადგენილებით, თუკი ეჭვმიტანილი სასამართლოს დღემდე დაიღუპება, მას გამოძიების დასრულების უფლება აქვს. საერთაშორისო ამნისტია კი აცხადებს, რომ მაგნიტსკის ოჯახი მის სიკვდილში ეჭვმიტანილი ადამიანების დასჯას ითხოვს და არა თავად მაგნიტსკის საქმის ხელახალ გამოძიებას.
XS
SM
MD
LG