ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰუმან რაითს ვოჩის" ახალი ანგარიში


ორგანიზაცია სომალის მთავრობას იძულებით ადგილნაცვალი პირების დაცვისკენ მოუწოდებს

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩი“ სომალის მთავრობას იძულებით ადგილნაცვალი პირების დაცვისკენ მოუწოდებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ბევრ ადამიანს მტრულ და დამამცირებელ გარემოში უწევს ყოფნა.“ „ჰუმან რაითს ვოჩის“ ანგარიში დღეს გამოქვეყნდა.

ორგანიზაცია სამხედრო ჯგუფებს და უსაფრთხოების ძალებს ადამიანთა დამამცირებელ მოპყრობაში, ცემაში, გაუპატიურებაში და ეთნიკურ დისკრიმინაციაში სდებს ბრალს. გაეროს შეფასებით, სომალიში მილიონ ოთხასი ათასზე მეტი იძულებით ადგილნაცვალი ადამიანია.
XS
SM
MD
LG