ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰიუმან რაითს ვოჩის განცხადება


რუსეთში, სოჩის ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებულ სამშენებლო ობიექტებზე მიგრანტ მუშახელს ჩაგრავენ

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომლის მიხედვითაც რუსეთში, სოჭის ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებულ სამშენებლო ობიექტებზე მიგრანტ მუშახელს ჩაგრავენ.
ჰიუმან რაითს ვოჩის განცხადებით, დამქირავებლებმა მუშებს პასპორტები ჩამოართვეს, დაუწესეს 12 საათიანი სამუშაო განრიგი და შესაბამის ანაზღაურებასაც არ აძლევენ.
ჰიუმან რაითს ვოჩის ანგარიში 60 მიგრანტი მუშის ჩვენებას ეფუძნება, რომლებიც სოჭის ოლიმპიადის ობიექტების მშენებლობებზე სამუშაოდ სომხეთიდან, სერბეთიდან და უკრაინიდან ჩავიდნენ.
ორგანიზაციის განცხადებით, სოჭში სამუშაოდ ამჟამად 16,000 მიგრანტი მუშა იმყოფება. ჰიუმან რაითს ვიჩი მოუწოდებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გაითავლისწინოს ანგარიში და ყველა ღონე იხმაროს იმისთვის, რომ მშრომელების უფლებები არ დაირღვეს. კომიტეტმა პირობას დებს, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს მონიტორინგს გაუწევს და ამ მიმართულებით საკუთარ კვლევებს ჩაატარებს.
XS
SM
MD
LG