ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი და ადამიანის უფლებები


ვლადიმირ პუტინის ხელისუფლების სათავეში დაბრუნების შემდეგ საზოგადოებრივი პროტესტი არ ცხრება

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა თორბიონ იაგლანდმა რუსეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ის რუსეთში მოქმედი კანონით-რომელიც არასამთავრობოებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას თხოვს- შეშფოთებულია.

იაგლანდი ამბობს, რომ ევროპა კრემლის მიერ ინიცირებულ ახალ კანონმდებლობას და მის რეალიზებას ახლო ხედით დააკვირდება. აღნიშნული კანონით, რომელიც შარშან ნოემბერში შევიდა ძალაში, გარე გრანტებით დაფინანსებულ რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს. ეს ტერმინი საბჭოთა ეპოქაში ჯაშუშობის სინონიმი იყო.

„გოლოსი“- რუსეთის ერთადერთი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც საარჩევნო პროცესებს აკვირდება, ათი ათასი დოლარით უკვე დაჯარიმდა იმის გამო, რომ მან უცხოელ აგენტად რეგისტრაციაზე უარი თქვა. „გოლოსის“ დირექტორი ამბობს, რომ მათ უცხოური დაფინანსება შარშან, ნოემბრის შემდეგ არ მიუღიათ.

ვლადიმირ პუტინის ხელისუფლების სათავეში დაბრუნების შემდეგ საზოგადოებრივი პროტესტი არ ცხრება. ამასობაში, პუტინი ხალხს უცხადებს, რომ ამერიკა ოპოზიციის დაფინანსებას განაგრძობს, რასაც შედეგად რუსეთის დუმის მიერ არასამთავრობოებზე დაწესებული ახალი კანონი და აგენტის იარლიყის დაკანონების მოთხოვნა მოჰყვა.
ოპონენტები კი აღნიშნულ კანონმდებლობას ოპოოზიციური აზრისა და უკმაყოფილების ჩახშობის მცდელობად აფასებენ.

ევროპისა და დასავლეთის წრეების ყოვლისმომცველი კრიტიკის მიუხედავად, იაგლანდი ამბობს, რომ კრემლი, ახალ კანონთან დაკავშირებით, არაფერს დათმობს.

„ევროსაბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მისი რწმენით აღნიშულ კანონში ცვლილებები არ შევა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ დავაკვირდებით კანონის გატარების პროცესს“.

მანა მოუწოდა კრემლს, რომ რუსეთის მთელ ტერიტორიაზე ჰომოსექსუალისტებს დემონსტრაციიის გამართვის საშუალება მისცეს.

„რუსეთის ხელისუფლებას მოვალეობა აკისრია ლგბტ ადამიანები დაიცვას და მათ აზრის თავისუფლად გამოხატვის, დემოსტრაციის ჩატაარების საშუალება მისცეს,“-განაცხადა იაგლანდმა და თქვა რომ ეს ფუნდამენტური პრინციპია რომელიც ევროპული ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციით არის დაცული.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაცია 1993 მოახდინა, თუმცა მთავრობა რეგულარულად კრძალავს ჰომოსექსუალისტების დემონსტრაციებსა და შეკრებებს. ბოლოს, რუსეთის მერიამ უარი თქვა სანქცია გაეცა ჰომოსექსუალების აღლუმის მოსაწყობად, რომელიც 25 მაისს უნდა გამართულიყო.

საინტერესოა, რომ სანქტ-პეტერბურგელმა კანონმდებლებმა შარშან კანონი გამოსცეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ, იმ მოტივით რომ ეს პროცესი უარყოფითად აისახება ბავშვებსა და ოჯახებზე.

ოპონენტები აქაც კრემლის ხელს ხედავენ და დარწმუნებული არიან, რომ ანალოგიური კანონები მხოლოდ რუსეთის ცენტრალური მთავრობის წისქვილზე ასხამს წყალს -რათა ამ უკანასკნელმა კიდევ უფრო მეტად ადამიანის უფლებების წინააღმდეგ გაილაშქროს. ოფიციალური მოსკოვი კი ჯიუტად იცავს ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ მდგომარეობას.
XS
SM
MD
LG