ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტელი ბავშვების სიცოცხლე საფრთხეშია


მოჰამედ მორსის მხარდამჭერ დემონსტრაციებზე ბავშვების მონაწილეობას ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად აფასებენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:01 0:00
ბმული

ქაიროში საპროტესტო აქციების დროს, ბავშვები ხშირად ლოცულობენ ან ეგვიპტური დროშებით მოხატული სახეებით მამების კისერზე არიან შემომსხდარი. მართალია საერთაშორისო ორგანიზაციები მათ აფრთხილებენ, რომ ბავშვების მონაწილეობა პოლიტიკურ აქციებში საფრთხის შემცველია, თუმცა მშობლებს თავის არგუმენტი აქვთ, და აცხადებენ, რომ მათ სურთ თავიანთი შვილები ისე გაზარდონ, რომ საკუთარი უფლებების დაცვა შეეძლოთ. ქაიროდან ჰითერ მერდოკი მოგვითხრობს.


კარავში, რამდენიმე ბავშვი ათობით ქალის თანდასწრებით თამაშობს. ბევრი მათგანი აქ უკვე ერთი თვეა რაც იმყოფება იმ ათასობით დემონსტრანტთან ერთად, რომლებიც გადამდგარი პრეზიდენტის მოჰამედ მორსის პოსტზე დაბრუნებას მოითხოვენ.


მამაკაცები არ ჩანან, ოთხი წლის შვილის ჰენნას და ნურანის დედა უმ ჰენა პირბადეს იხსნის სახიდან სასაუბროდ. ხოლო მისი შვილები მიკროფონს სათამაშოდ იღებენ.


უმ ჰენა: დილაადრიან ტანკები საპროტესტო კარვების წინ გაჩერდნენ. ვიდრე ჩემი მეუღლე იქ მყოფ სხვა მამაკაცებთან ერთად ტანკებს საპროტესტო აქციისთვის ამზადებდა, უსაფრთხოების მიზნით ფეხშიშველა ბავშებთან ერთად მეჩეთში გავიქეცი და მას თავი შევაფარეთ.


ამის მიუხედავად, ის მაინც ამბობს რომ საფრთხე სასურველი მსხვერპლია იმისთვის, რომ თავის შვილებს ასწავლოს როგორ დაიცვან თავიანთი უფლებები.
თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბავშვებს სახიფათო სიტუაციაში აგდებენ და ეგვიპტის დროებითი მთავრობის განცხადებით, საპროტესტოდ განწყობილი ადამიანები ბავშვებს ცოცხალ ფარად იყენებენ.


ეგვიპტის სამხედროებით დაკომპლექტებულმა დროებითმა მთავრობამ არაერთგზის უბრძანა მათ თავი შეიკავონ მუსლიმთა საძმოს მიერ ორგანიზებული მოჰამედ მორსის მხარდამჭერი მჯდომარე აქციებისგან.
მოსახლეობა, რომელიც კარვებში ცხოვრობს, და ისინიც რომლებიც მოვლენებს გარედან აკვირდებიან, შიშობენ, რომ თუკი სამართალდამცავები ძალით დაშლიან კარვებს ამან შეიძლება ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს.
ამ კვირაში კარვებთან დაყრილ ბროშურებში ეგვიპტის შინაგან საქმეთა მინისტრი აქციის მონაწილეებს აქციების დროს ბავშვების გამოყენებაში ადანაშაულებს, რაც მოწინააღმდეგე მხარეს ძალის გამოყენებაში უშლის ხელს.
ქაიროში მოქმედი „ჰუმან რაითს ვოჩის“ ორგანიზაციის მკვლევარი ჰიბა მორიეფი ამბობს, რომ დემონსტრაციებში ბავშვების მონაწილეობა საფრთხეს შეიცავს, მნიშვნელობა არ აქვს რომელი პოლიტიკურ მიმდინარეობას წარმოადგენენ.


ჰიბა მორიეფი: ასობით ბავშვი ესწრება აქციებს. მთლიანობაში 1100 ბავშვი დააკავეს ბოლო ორ წელიწადნახევრის განმავლობაში. იყო ბავშვების დაჭრის და დახვრეტის შემთხვეებიც. ბავშვები ამ ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.


თუკი სამართალდამცავები ეცდებიან ძალის გამოყენებით დაშალონ დემონსტრანტები მაგალითად მორსის მხარდამჭერი კარვები, რომლებიც რაბა ალ-ადა ვიას მეჩეთთან მდებაროებს, მორიეფი ამბობს, რომ ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ, დემონსტრანტებმა და მთავრობამაც უნდა აიღოს.


ჰიბა მორიეფი: განსაკუთრებით მეჩეთის შემთხვევაში ძალიან მაღალია რისკი, თუ ხელისუფლება სამხედრო ძალას მიმართავს, ქაოტური გაქცევის დროს, ან როცა მხუთავი გაზის გამოყენებას ასფიქსია მოყვება ან დაიწყება სროლები.


საპროტესტო აქციებმა ეგვიპტის თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრება განსაზღვრა, სადაც ორ წელიწადნახევრის განმავლობაში სახელმწიფოს ორი მეთაური ჩამოაგდეს.


ვილ ხალილი ვეტერანი აქტივისტია, რომელიც მორსის და ასევე 2011 წელს ჰოსნი მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით გამოდიოდა. მისი თქმით საპროტესტო აქციები ეგვიპტეში ყოველთვის ოჯახების მონაწილეობით იმართებოდა.


ვილ ხალილი : საპროტესტო აქციების მთავარი შტრიხი, ისე როგორც ეს იყო მუბარაქის საწინააღმდეგო აქციების დროს 2011 წელს, იყო ოჯახების ერთად შეკრება პროტესტის გამოსახატად. იგივე ხდებოდა სხვა ქციებზეც. ასე რომ ამის უგულვებელყოფა და შეჩერება შეუძლებელია. და არ ვფიქრობ რომ ეს დამღუპველია.


რაბაში შეკრებილი მშობლები ამბობენ, რომ მათ იციან რომ ეს მათი შვილებისთვის შეიძლება საზიანო იყოს, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ ეს ყველაფერი ღირს თავგანწირვად.


თუმცა ზოგიერთი ბავშვი რაბაში ამბობს იმასაც, რომ ისინი საპროტესტო კარვებში უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ათობით მამაკაცის გარემოცვაში, რომლებიც თვითნაკეთი ჯოხებით არიან შეიარაღებულნი და თავზე დამცავი შლემი უკეთიათ.
XS
SM
MD
LG