ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები მზადაა საქართველოს დაეხმაროს


სამაშველო სამუშაოები თბილისის ზოოპარკში
სამაშველო სამუშაოები თბილისის ზოოპარკში

13-14 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით ამ დროისთვის გარდაცვლილია 19 ადამიანი, აქედან იდენტიფიცირებულია 17, მიმდინარეობს 2 ცხედრის იდენტიფიცირება. ამ ინფორმაციას კრიზისების მართვის საბჭო ავრცელებს.

დღესვე საქართველოს პრემიერ–მინისტრი ზოოპარკის ადგილას სოლიდარობის პარკის გაშენების ინიციატივით გამოვიდა. „ეს უნდა იყოს სოლიდარობის პარკი - ჩვენი ერთიანობის, თავდადებისა და ერთმანეთისადმი თანადგომის სიმბოლო“, - ნათქვამია პრემიერის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

თბილსის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით კი ახალი ზოოპარკი თბილსის ზღვის მიმდებარე ტერიოტორიაზე აშენდება.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თბილისში მომხდარი წყალდიდობით მიყენებული ზარალის ოდენობამ შესაძლოა 100 მილიონ ლარს მიაღწიოს.

საქართველოს დახმარება აღუქვა შეერთებულმა შტატებმა:

“ჩვენ დამწუხრებულნი ვართ თბილისში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობით. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპულთა ოჯახების და მათი მეგობრების მიმართ. შეერთებული შტატები, როგორც საქართველოს მეგობარი და პარტნიორი, მხარში დაუდგება საქართველოს აღმშენებლობით ძალისხმევას. შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლები უკვე მონაწილეობენ ქალაქის დასუფთავებაში. შეერთებული შტატები მზად არის საქართველოს მთავრობას აღდგენით სამუშაოებში დაეხმაროს,” ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენის თაობაზე მზადყოფნა გამოთქვეს ევროკავშირმა და მისმა ცალკეულმა ქვეყნებმა, ისევე როგორც მეზობელმა ქვეყნებმა, მათ შორის რუსეთმა.

XS
SM
MD
LG