ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შავი ზღვა: თურქეთის წვრთნები, რუსეთი და საქართველო


თურქული TCG Yıldız (P-348) წვრთნის დროს შავ ზღვაში

38-ზე მეტი სამხედრო გემი, მათ შორის, ოთხი წყალქვეშა ნავი, ათი სარაკეტო ფრეგატი, სამი კორვეტი და ექვსი სარაკეტო კატარღა ჩართულია შავ ზღვაში, თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნაში, რომელსაც Deniz Yıldızı ანუ „ზღვის ვარსკვლავი 2017“ ეწოდება.

მასშტაბურმა სამხედრო საზღვაო წვრთნებმა, რომელსაც თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური ადმირალი ვეისელ კოსელე ხელმძღვანელობს, 27 მარტს აიღო სტარტი და 7 აპრილამდე გასტანს. „ზღვის ვარსკვლავის“ ფარგლებში დაგეგმილი ოპერაციების ოფიციალური მიზანი, სამხედრო-საზღვაო ძალების ბრძოლისუნარიანობის შემოწმება და შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთოების შენარჩუნებაა.

თურქეთის სამხედრო გემები Kalkan და Yildirim ბათუმში
თურქეთის სამხედრო გემები Kalkan და Yildirim ბათუმში

თურქული წყაროების ცნობით, საზღვაო მანევრების დროს, თურქმა სამხედროებმა პირველად განახორციელეს, ამერიკული Harpoon Block 2 ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების პრაქტიკული გაშვება, როგორც წყალში, ისე მიწაზე არსებული სამიზნეების განასადგურებლად.

თურქეთის სამხედრო-საზღაო ფლოტის გარდა, წვრთნებში მონაწილეობენ სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სანაპირო დაცვის ნაწილებიც. წვრთნის გეგმის მიხედვით, ორი სარაკეტო კატარღა Kalkan და Yildirim-ი მეგობრული ვიზიტით ბათუმის პორტში შემოვიდა.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდების სტუმრობა ქართულ პორტებში საქართველოს უსაფრთოებისთვის მნიშვნელოვანია.

NATO-ს სამხედრო-საზღვაო ძალების გემების ყოფნა შავ ზღვაში, რომლებსაც შეუძლიათ შემაკავებელი ფუნქცია იკისრონ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ისეც ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

„NATO-ს სამხედრო-საზღვაო ძალების გემების ყოფნა შავ ზღვაში, რომლებსაც შეუძლიათ შემაკავებელი ფუნქცია იკისრონ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ისეც ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

ეს ნიშნავს, რომ NATO გიახლოვდება იმდენად, რომ უკვე შენს პორტებში აჩერებს თავის გემებს. იმ ფონზე, როცა საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები არ არსებობს, სანაპირო დაცვაც არ გაგვაჩნია იმ ხარისხის რომ შევძლოთ აგრესორის შეჩერება, დესანტირებას აღკვეთა იქნება ეს თუ ჩვენს ქალაქებზე შეტევა, რაც 2008 წლის აგვისტოში კარგად გამოჩნდა, NATO-ს ქვეყნების აქტიურობა შავ ზღვაში უმნიშვნელოვანესია“.

ბათუმის ნავსადგურის გარდა, თურქეთის სამხედრო გემები ასევე შევიდნენ შავ ზღვაზე, პოტენციური მოწინააღმდეგის - რუსეთის პორტში. ხუთი წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთისა და NATO-ს დროშით მცურავი ფრეგატი Barbaros-ი და კორვეტი Büyükada ნოვოროსიისკის პორტში გამოჩდნენ. და, რაც მთავარია, რუსები მათ არა საპროტესტო ტრანსპარანტებით, არამედ, სამხედრო ორკესტრის მარშით, პურითა და მარილით დახვდნენ.

თურქული კორვეტი Büyükada ნოვოროსიისკის პორტში
თურქული კორვეტი Büyükada ნოვოროსიისკის პორტში

ნოვოროსიისკში შესულ Barbaros-ზე იმყოფება თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური, ადმირალი კოსელე, რომელიც უკვე შეხვდა რუსეთის შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურს, ადმირალ ვიტკოს.

ექსპერტების აზრით, 2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, NATO-ს წევრი თურქეთი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში თავის ახალ ადგილს ეძებს.

ანკარა ერთის მხრივ, მოუწოდებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს გააძლიეროს პოზიციები შავ ზღვაზე, რომ „შავი ზღვა რუსულ ზღვად“ არ გადაიქცეს და მეორეს მხრივ, ანგარიშს უწევს აკვატორიაში არსებულ დისბალანსს, რომელიც 2014 წლიდან, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ შეიქმნა.

Deniz Yıldızı „ზღვის ვარსკვლავი 2017“
Deniz Yıldızı „ზღვის ვარსკვლავი 2017“

A2AD (Anti-Access and Area Denial) - მოწინააღმდგების შეკავების კონცეფციის მიხედვით, რუსეთმა უკვე მოასწრო თურქეთის გარშემო რამდენიმე ასეთი მილიტარიზირებული - A2AD ზონის შექმნა: მათ შორის, ყირიმში, სირიაში, სომხეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც სერიოზული გამოწვევაა როგორც ანკარისთვის, ისე NATO-ს მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგისა და ალიანსის მოკავშირეებისთვის. კახა გოგოლაშვილი ამბობს

დისბალანსი, რომელიც შავ ზღვაზე დღეს არსებობს სამხედრო პარიტეტის თვალსაზრისით ყოველთვის აწუხებდა თურქეთს, ეს აწუხებს არა მხოლოდ შავი ზღვის, არამედ აკვატორიის მიმდებარე NATO-ს წევრ ქვეყნებსაც"

„დისბალანსი, რომელიც შავ ზღვაზე დღეს არსებობს სამხედრო პარიტეტის თვალსაზრისით ყოველთვის აწუხებდა თურქეთს, ეს აწუხებს არა მხოლოდ შავი ზღვის, არამედ აკვატორიის მიმდებარე NATO-ს წევრ ქვეყნებსაც.

სწორედ ამ წუხილის საპასუხოდ ჩვენ ვხედავთ NATO-ს აშკარა გააქტიურებას, რათა მოხდეს შავ ზღვაზე სამხედრო ბალანსის აღდგენა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ დაირღვა, ყირიმის ანექსიის შემდგომ.“

თურქეთის სამხედრო-საზღვაო წვრთნის „ზღვის ვარსკვლავი 2017“-ის ფარგლებში, საქართველოსა და რუსეთის ნავსადგურების გარდა, თურქული სამხდრო გემები ასევე შევიდნენ რუმინული - კონსტანცას, ბულგარული - ვარნას და უკრაინული - ოდესის პორტებშიც.

ფრეგატი Gaziantep და კორვერტი Heybeliada ოდესაში
ფრეგატი Gaziantep და კორვერტი Heybeliada ოდესაში

ოდესის ნავსადგურში თურქულ ფრეგატ Gaziantep-ს და კორვერტ Heybeliada-ს საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო ფრეგატი La Fayette დახვდათ.

La Fayette შავ ზღვაში 17 მარტიდან იმყოფებოდა და მონტრეს 1936 წლის კონვენციის (Montreux Convention Regarding the Regime of the Straits) - 21 დღიანი შეზღუდვის თანახმად, შავი ზღვის აკვატორია დღეს დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG