ტერაქტი მოხდა სომალის დედაქალაქში. თვითმკვლელმა ტერორისტმა სომალის პრეზიდენტის სასახლესთან თავი აიფეთქა, რის შედეგადაც ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. ტერაქტის სიახლოვეს ასევე მდებარეობს პრემიერ-მინისტრის სახლიც. ასევე კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა მოგადიშოს ცენტრში, სადაც სამი ადამიანი დაიჭრა. სომალის ინფორმაციის სამინისტროს განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტი სომალის უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი აღმოჩნდა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. თუმცა, თვითმკვლელი ტერორისტების გამოყენება ალ-ყაიდასთან დაკავშირებული სომალში მოქმედი დაჯგუფების“ალ-შაბაბის“ ხელწერაა.
თვითმკვლელი ტერორისტი სომალის უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი აღმოჩნდა
ამავე თემაზე
პოპულარული
1