ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალიში მძევლები გაათავისუფლეს


ცენტრალური სომალის ხელისუფლების განცხადებით, მათ მეკობრეების ტყვეობიდან 22 მძევალი გაათავისუფლეს. ისინი მეკობრეებს სამი წლის მანძილზე ჰყავდათ დაკავებული.პუნტლანდის რეგიონის მთავრობის ინფორმაციით, მძევლები კვირას მეკობრეთა მიერ დაკავებული გემის 13 დღიანი ალყის შემდეგ გამოიხსნენს. გემი სახელად "აისბერგი 1" სანაპირო სოფლის სიახლოვეს იმყოფებოდა. მეკობრეებმა "აისბერგი 1" 2010 წლის მარტში იემენის ნაპირებთან დაატყვევეს. ხომალდი არაბთა გაერთიანებული საემიროებისკენ მიემართებოდა.
XS
SM
MD
LG