ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალი-ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიში ადგილი


პარასკევს იქ ორი ჟურანლისტი მოკლეს

კიდევ ორი ჟურნალისტი მოკლეს სომალიში, რამაც ის მედია წარმომადგენლებისთვის მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილად აქცია. როგორც მოსახლეობა, ისე მოწმეები აცხადებენ, რომ ონლაინ სპორტის მიმომხილველი, აბდირაჰმან მოჰამედ ალი მოგადიშუს ერთ-ერთ რესტორანთან თავმოკვეთილი იპოვეს.

პარასკევს კიდევ ერთი ჟურნალისტის, აჰმედ აბდულაჰი ფანას სიცოცხლე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ეს უკანასკნელი ავტობუსით მგზავრობდა, როდესაც ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე ავტობუსი უშიშროების ძალებმა გააჩერეს. მათ მძღოლთან შელაპარაკება მოუვიდათ გადასახდელთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა სროლა. ჟურნალისტი ადგილზე გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG