ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრანგების წარუმატებელი სამხედრო ოპერაცია


საფრანგეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი მისი გათავისუფლების დროს დაიღუპა

საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, 2009 წელს სომალიში დატყვევებული საფრანგეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი მისი გათავისუფლების სპეცოპერაციისას დაიღუპა.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დენი ალექსი და საფრანგეთის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლი ღამით განხორციელებული რეიდის დროს ალ-შაბაბის დაჯგუფების მეომრებთან შეტაკების დროს დაიღუპნენ. კიდევ ერთი ფრანგი ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ფრანგების მტკიცებით, შეტაკების დროს ალ-შაბაბის 17 მეომარი გაანადგურეს.
თავად ალ-შაბაბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფრანგი მზვერავი ცოცხალია და შეტაკების ადგილიდან ძალიან შორს გადაიყვანეს ფრანგების მიერ განხორციელებული "უნიჭო" სპეცოპერაციის შემდეგ.
XS
SM
MD
LG