ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ-შაბაბი დაბრუნების პირობას დებს


კოორდინირებული შეტევა ამბოხებულებზე

სომალის ამბოხებულთა დაჯგუფებამ - ალ-შაბაბმა განაცხადა, რომ მათ ქვეყნის ბოლო სიმაგრე დატოვეს და უკან დაიხიეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დაჯგუფების მებრძოლებმა საპორტო ქალაქი კისმაო დატოვეს მას შემდეგ, რაც მათ წინააღმდეგ კენიის სამხდერო ძალებმა მასშტაბური შეტევა დაიწყეს. თუმცა, ალ-შაბაბი აცხადებს, რომ ისინი პოზიციებს დაიბრუნებენ. გუშინ კენიის არმიის ნაწილებმა, სომალის სამთავრობო ძალებთან და აფრიკის კავშირის ფორმირებებთან ერთად, ალ-შაბაბზე კოორდინირებული შეტევა განახორციელეს.
XS
SM
MD
LG