ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეპარატისტთა ლიდერებმა აღმოსავლეთ უკრაინაში სრული სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადეს


აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, დღეს სრული სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადეს. მანამდე, სეპარატისტებმა „კონფლიქტის საფრთხის“ გამო, ქალებისა და ბავშვების სამხრეთ რუსეთში ევაკუაციის შესახებ განაცხადეს.

სეპარატისტების მიერ კონტროლირებული, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, დენის პუშლინმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ მობილიზაციის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. პუშლინი მამაკაცებს მოუწოდებს, „ხელში იარაღი აიღონ“ და სამხედრო კომისარიატებში მივიდნენ.

ლუჰანსკის შემთხვევაში, დღესვე მსგავს ბრძანებას, ხელი მოაწერა სეპარატისტთა კიდევ ერთმა ლიდერმა, ლეონიდ პასეჩნიკმა.

სეპარატისტთა ლიდერბმა, პარასკევს განაცხადეს, რომ „უკრაინისგან გარდაუვალი თავდასხმის შიშით“, რეგიონებიდან 700 000-მდე ადამიანის ევაკუაცია იგეგმება. კიევი სეპარატისტების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

დღესვე, უკრაინის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პრორსუმსა სეპარატისტებმა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანმხება 12 ჯერ დაარღვიეს. უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა, ასევე განაცხადეს, რომ წინმსწრებ 24 საათში, ასეთი 66 შემთხვევა დაფიქსირდა.

თავის მხრივ, სეპარატისტები აცხადებენ, რომ უკრაინულმა ძალებმა, შაბათს რამდენიმე სოფელი დამბომბა.

მხარეები, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს რეგულარულად ადანაშაულებენ.

რუსეთს, უკრაინის საზღვრებთან ათობით ათასი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული, თიმცა კრემლი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში შეჭრა გადაწყვეტილი აქვს.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სამიზნე კიევი იქნება. „ჩვენ ვფიქრობთ, ისინი მიზანში ამოიღებენ უკრაინის დედაქალაქ კიევს, სადაც 2,8 მილიონი უდანაშაულო ადამიანი ცხოვრობს“, - თქვა ბაიდენმა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG