ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ბირთვული წვრთნები დაიწყო


რუსეთის და ბელარუსის პრეზიდენტები, ბირთვულ წვრთნებს აკვირდებიან. რუსეთი, კრემლი. 19 თებერვალი, 2022.

რუსეთმა სტრატეგიული ბირთვული სარაკეტო ძალების წვრთნები დაიწყო. ეს იმ ფონზე, როცა ვაშინგტონი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული რუსული ძალები, „დარტყმისთვის განწყობილია“.

კრემლმა განაცხადა, რომ ბირთვული ძალების წვრთნების დროს, რუსეთმა წარმატებით გამოსცადა ჰიპერბგერითი და საკრუიზო რაკეტები ზღვაზე და სახმელეთო სამიზნეებზე.

წვრთნების მიმდინარეობას, ვლადიმირ პუტინი, ბელარუს კოლეგასთან ერთად კრემლიდან, „სიტუაცციური ცენტრიდან“, ეკრანებზე აკვირდებოდა.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ორიენტირებულია უკრაინის ირგვლივ ძალების მასიურ გაძლიერებაზე, ბირთვული წვრთნები მსოფლიოს თავდაცვის ლიდერებს შორის შეშფოთებას იწვევს.

რუსი ანალიტიკოსის, დმიტრი სტეფანოვიჩის თქმით, რუსეთის მიერ ბირთვული წვრთნების გამართვა, გზავნილია დასავლეთისთვი, რომ კრემლის მიერ წამოყენებულ „უსაფრთხოების მოთხოვნებს“ ნატო სერიოზულად უნდა მოეკიდოს.

„დასავლეთის მიმართ გაზვნილი არის არა იმდენად მოწოდება - „არ ჩაერიო“, არამედ ჩვენება იმის, რომ პრობლემა უფრო დიდია, ვიდრე უკრაინის საკითხი“ - ამბობს „როიტერთან“ საუბრისას სტეფანოვიჩი.

რუსეთს, უკრაინის საზღვრებთან ათობით ათასი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული, თიმცა კრემლი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში შეჭრა გადაწყვეტილი აქვს.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სამიზნე კიევი იქნება. „ჩვენ ვფიქრობთ, ისინი მიზანში ამოიღებენ უკრაინის დედაქალაქ კიევს, სადაც 2,8 მილიონი უდანაშაულო ადამიანი ცხოვრობს“, - თქვა ბაიდენმა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG