გარდაიცვალა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა. პირველადი ინფორმაციით, 50 წლის პოლიტიკოსის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა იყო. ახლობლების მონათხრობის მიხედვით, სასწრაფო დახმარება დედამ გამოიძახა, მაგრამ ექიმებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
ნიკა რურუა წარსულში იყო საქართველოს პარლამენტის (მე-7 მოწვევის) წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. სხვადასხვა წლებში ის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა, იყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2009-2012 წლებში ნიკა რურუას ეკავა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პოსტი.
Facebook Forum