ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგი: „ისტორიაში პირველად გვაქვს საბრძოლო მზადყოფნა ბალტიის რეგიონში“


ნატოს გენერალური მდივანი, რომელიც ოფიციალურ ვიზიტებს ბალტიის რეგიონში მართავს ამბობს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, ნატოს რეგიონში საბრძოლო დანაყოფების მობილიზება აქვს გამოცხადებული.

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლატვიასა და ლიეტუვაში სამხედრო ჯგუფები სრულ საბრძოლო მდგომარეობაში არიან.

„ჩვენს ისტორიაში პირველად გვაქვს შემთხვევა, როდესაც ბატლიის რეგიონში გვაქვს საბრძოლო ჯგუფების მობილიზება. ერთი ლატვაში და მეორეც ლიეტუვაში“, განაცხადა სტოლტენბერგმა ლიეტუვაში ყოფნის დროს. ნატოს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს ლატვიაშიც.

რიგაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი რეგიონში არსებული ვითარება იქბება.

რეგიონში ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში გართულდა. ბელარუსის მხრიდან პოლონეთის, ლატვიასა და ლიეტუვის საზვართან ათასობით მიგრანტის მობილიზება ხდება, რომლებიც დროთა განმავლობაში საზღვრის უკანონო გადაკვეთას ცდილობენ.

პოლონეთი პროცესების გამკლავებას საკუთარი რესურსებით ცდილობს, ლატვიამ და ლიეტუვამ კი დახმარება ნატოს სთხოვეს. ევროპაში მიაჩნიათ, რომ ბელარუსიდან მიგრანტების გადინება ხელოვნურად შექმნილი პროცესია. არსებობს მოსაზრება, რომ მიგრანტები აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუსში სპეციალურად ჩაყავთ და ევროპის მიმართულებით გზავნიან.

ევროპაში მიაჩნიათ, რომ ამ ფორმით ლუკაშენკო ევროპისთვის პრობლემების შექმნას ცდილობს. ეს შეიძლება ერთ-ერთი საპასუხო ნაბიჯი იყოს, იმ სანქციებისთვის რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმს დასავლეთმა გაყალბებული არჩევნების გამო და საკუთარი მოქალაქეების დევნის გამო დაუწესა.

ლუკაშენკომ გასულ კვირას ბრიტანულ „ბიბისი“-სთან საუბრის დროს თქვა, რომ პროცესი ხელოვნურად მართული არ არის. თუმცა მან ვერ ახსნა, ის ფაქტი როგორ ჩადიან დევნილები აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუსში და შემდეგ პირდაპირ ევროპის საზღვრისკენ გადაადგილდებიან.

„არ არსებობს რაიმე ფაქტი, სადაც გამოცნდება, რომ ჩვენ ამ ვიტარებას ხელოვნურად ვქმნით“, თქვა ლუკაშენკომ. პარალელურად კი კადრები და მიგრანტების მონათხრობი ისტორიები, რომლებიც საზღვარზე არიან დარჩენილები, სხვა რამეს ამტკიცებს. ისინი ამბობენ, რომ ბელარუსში ჩასვლის შემდეგ პოლიცია მათ ევროპის საზღვრისკენ გადაადგილებას აიძულებს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG