ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონმა უკრაინას დამატებით $3 მილიარდის დახმარება გამოუყო


აშშ-ის "პატრიოტის" ტიპის რაკეტები
აშშ-ის "პატრიოტის" ტიპის რაკეტები

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უკრაინის უსაფრთხოების დასახმარებლად, ვაშინგტონი დამატებით $3.075 მილიარდს გამოყოფს. ინფორმაცია შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა 6 იანვარს გაავრცელა.

ეს მოიცავს როგორც $2.85 მილიარდის ავტორიზაციას უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის კრიტიკული საჭიროებისთვის, ისე სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ $225 მილიონის დახმარებას, რომელიც უკრაინის არმიის მოდერნიზაციისთვისაა გამოყოფილი.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მომავალშიც გააგრძელებს მოკავშირეთა და პარტნიორთა გამხნევებას, რათა მათ უკრაინას კიდევ უფრო დიდი დახმარება აღმოუჩინონ. კიევს დღეს განსაკუთრებით ესაჭიროება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, არტილერია, საბრძოლო მანქანები და სხვა კრიტიკული საჭიროების შეიარაღება, რათა მან საკუთარი ტერიტორია, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაიცვას.

პარასკევსვე, ამ მიმართულებით, უკრაინისთვის დამატებით დახმარებაზე განცხადება, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა. ამერიკის საგარეო უწყება $682 მილიონს მოახმარს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, უკრაინის შეიარაღების შევსების წახალისების საქმეს.

პრეზიდენტ ბაიდენის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის უსაფრთხოების დასახმარებლად $24.9 მილიარდზე მეტი თანხის გამოყოფის ვალდებულება აიღო. 2014 წლიდან მოყოლებული, ეს დახმარება $27 მილიარდს აღემატება. გასული წლის 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამიზნულმა ვაშინგტონის დახმარებამ $24.2 მილიარდი შეადგინა.

რუსეთ-უკრაინის ომი - 2023 წლის მოლოდინები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:48 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG