ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი კიევშია


რუსეთის იერიში ქ. ბახმუტის მისადგომებთან, უკრაინაში. 27 დეკემბერი, 2022 წ.

კიევს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ სტუმრობს. ვიზიტის მიზანი უკრაინის სამომავლო სამხედრო მხარდაჭერის განხილვაა, თუმცა ოფიციალური პარიზი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის ომის დასრულების მიზნით, მხარს უჭერს სამშვიდობო მოლაპარაკებას.

ლეკორნუ უკრაინის დედაქალაქში ჩასვლამდე პოლონეთში იმყოფებოდა. იქ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა პოლონეთთან მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ვარშავა პარიზისგან 2 ფრანგულ სამხედრო სატელიტს შეიძენს.

კიევში ჩასვლისთანავე, ლეკორნუ გმირების მემორიალზე მივიდა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული უკრაინელი მეომრების ხსოვნას მიაგო პატივი. თავდაცვის მინისტრს შეხვედრები აქვს უკრაინის პრეზიენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან და უკრაინის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან.

“უკრაინას ჩვენგან მუდმივი მხარდაჭერა ჰქონდა", - დაწერა გამგზავრებამდე სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ლეკორნუმ. მართალია, ბრიტანეთთან და ამერიკასთან შედარებით, საფრანგეთი ნაკლებად საუბრობს უკრაინის სამხედრო დახმარებაზე, მაგრამ თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საფრანგეთი უკრაინას შეიარაღებას სისტემატურად უგზავნის. პარიზი კიევის თანმიმდევრულ და მტკიცე მხარდამჭერად ითვლება.

ამას გარდა, საფრანგეთმა მარტო ამ თვეში ორ კონფერენციას უმასპინძლა, რომლებზეც უკრაინის დასახმარებლად დიდძალი სახსრები მოიზიდეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, კიევში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ბევრი აკრიტიკებს ომზე რეაგირების გამო და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ახლო კონტაქტის შენარჩუნების მცდელობისთვის.

საქართველო, უკრაინა და ომი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:01 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG