ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი უკრაინისთვის ბრედლის საბრძოლო მანქანების გადაცემას განიხილავს


ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ თეთრი სახლის მიერ განიხილება, "ბრედლის საბრძოლო მანქანების უკრაინაში გაგზავნა.

”დიახ”, - თქვა ბაიდენმა კითხვაზე, იყო თუ არა ეს საბრძოლო მანქანები განსახილველ მაგიდაზე.

ჯავშანტექნიკა აშშ-ს არმიის მიერ 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან ჯარების გადასაყვანად გამოიყენება. აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ათასობით "ბრედლი" აქვს. ჯავშანტექნიკას შეუძლია ბრძოლის ველზე უკრაინელებს მეტი ცეცხლის ძალა მისცეს. თუმცა, პრეზიდენტი ბაიდენი ჯერ კვლავ ყოყმანობს უკრაინისთვის აბრამსის ტანკების გადაცემაზე.

გაურკვეველია, რამდენი "ბრედლია" გამოყოფილი უკრაინისთვის, მაგრამ შეერთებული შტატები მუშაობს კიევისთვის იარაღის დახმარების კიდევ ერთ პაკეტზე, რომელიც შესაძლოა რამდენიმე დღეში გამოცხადდეს.

გასული თვის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს კონგრესს განუცხადა, რომ ათობით მილიარდი დოლარის დახმარება, რომელიც ვაშინგტონმა უკრაინის დასახმარებლად გამოჰყო, არააა ქველმოქმედება, არამედ ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებაში.

ბრედლის საბრძოლო მანქანა
ბრედლის საბრძოლო მანქანა

შეერთებულმა შტატებმა 21,3 მილიარდი დოლარის დახმარება გაუგზავნა კიევს უსაფრთხოების კუთხით, ომის დასაწყისიდან დღემდე.

ეტაპობრივად, ვაშინგტონი უფრო და უფრო მეტი უნარის მქონე იარაღს უგზავნის კიევს. თავდაპირველად, ის უკრაინას სტინგერების საზენიტო და ჯაველინების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს აწვდიდა, კიევის მისადგომებთან რუსეთთან ბრძოლის დროს.

ომის წინსვლისა და უკრაინის საჭიროებების შეცვლასთან ერთად, კიევს ვაშინგტონი უფრო რთული იარაღის სისტემებს უგზავნის, მათ შორის მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS) და მოწინავე ზედაპირი-ჰაერი სარაკეტო სისტემებს (NASAMS).

სულ ახლახან, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას "პატრიოტის" სარაკეტო სისტემას გადასცემს, რუსული რაკეტებისა და მოიერიშეების თავდასხმების მოსაგერიებლად.

არმია ამ ეტაპზე, ბრედლის ფლოტის გამოყენებიდან ამოღებას გეგმავს და მუშაობს სამხედრო ინდუსტრიასთან, რათა შექმნას მისი უფრო მოდერნიზებული შემცვლელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG