ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩერჩილი და ზელენსკი კონგრესში - 82 წლის ინტერვალით


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ოთხშაბათს აშშ-ის კონგრესს მიმართა. მან ამერიკას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა ზუსტად ისე, როგორც 82 წლის წინ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა გააკეთა.

ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში, ისევე როგორც ჩერჩილის ვიზიტი 1941 წლის დეკემბერში, მოჰყვა მის ქვეყანაზე განხორციელებულ დაუნდობელ თავდასხმას და საერთაშორისო დახმარებას, რომელიც აუცილებელი იყო მისი ბრძოლისუნარიანობისთვის.

"უკრაინა იცავს თავის ხაზს და არასოდეს დანებდება", - განუცხადა ზელენსკიმ კონგრესს, გაიმეორა ჩერჩილის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა და ოვაციები დაიმსახურა.

ზელენსკიმ ამ წლის დასაწყისში ბრიტანეთის პარლამენტს მიმართა და ჩერჩილის სიტყვები იქაც გაიმეორა - პირობა დადო, რომ "იბრძოლებდა ტყეებში, მინდვრებში, სანაპიროებზე და ქუჩებში."

სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის თქმით, მან უთხრა ზელენსკის, რომ "იქ, სადაც უინსტონ ჩერჩილი იდგა თაობების წინ, ასევე დადგებოდა თავადაც. არა მხოლოდ როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც თავისუფლების ელჩი."

შედარებას ჩერჩილისა და ზელენსკის შეერთებულ შტატებში ვიზიტებს შორის, რა თქმა უნდა აქვს თავისი საზღვრები. მათ შორის, უკრაინის ლიდერის ვაშინგტონში ყოფნის ხანგრძლივობის ჩათვლით.

ჩერჩილმა სამი კვირა გაატარა ვაშინგტონში პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის მოწვევით.

ზელენსკის ვიზიტი მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა და მოიცავდა შეხვედრას ოვალურ კაბინეტში, ერთობლივ პრესკონფერენციას პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და გამოსვლას კონგრესში.

ჩერჩილმა წყალქვეშა ნავების საფრთხის მიუხედავად, გემით ატლანტის ოკეანე გადალახა, ხოლო ზელენსკიმ თვითმფრინავით იმგზავრა.

ვოლოდომირ ზელენსკი ვაშინგტონშია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:21 0:00
XS
SM
MD
LG