ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაზე ოცნებობდა მარტინ ლუთერ კინგი?


“მე მაქვს ოცნება. ჩემი ოთხი პატარა შვილი, ერთ დღეს იცხოვრებენ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ადამიანებს არა კანის ფერით, არამედ ხასიათით განასხვავებენ“- ეს სიტყვები გამოჩენილ ამერიკელ პოლიტიკოსსა და საზოგადოებრივ აქტივისტს, ნობელის პრემიის ლაურეატს მარტინ ლუთერ კინგს ეკუთვნის, რომელსაც დღეს ამერიკელები პატივს მიაგებენ.

კინგი ამერიკის ისტორიაში გამორჩეული ადამიანია. მის სახელს უკავშირდება 1950-იანი 1960-იანი წლების სამოქალაქაო უფლებების მოძრაობა, რომელმაც ამერიკაში სეგრეგაციის დასრულების საქმეში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა.

ყველაფერი კი 1955 წელს ალაბამის შტატიდან დაიწყო. მარტინ ლუთერ კინგი (უმცროსი) სათავეში ჩაუდგა მოძრაობას, რომლის მიზანიც, შტატში ავტობუსებით მგზავრობის დროს სეგრეგაციის დასრულება იყო.

მოძრაობა მომდევნო წლებში მთელ ამერიკაში გავრცელდა და მისი მიზანი იყო ყველას თანაბარი უფლებები ჰქონოდა, განურჩევლად კანის ფერისა. მშვიდობიანი პროტესტებისა და მნიშვნელოვანი მიღწევების გამო, კინგმა მალევე მოიპოვა ხალხის სიყვარული. 1964 წელს კი მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.

ამერიკის პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა, ამავე წელს ხელი მოაწერა სამოქალაქო უფლებების აქტს, 1965 წელს კი ცვლილებები შევიდა ხმის მიცემის უფლებების აქტში. კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყო, რასობრივი სეგრეგაცია საჯარო ადგილებში აიკრძალა და ფერადკანიანებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლებაც მიეცათ.

მარტინ ლუთერ კინგის გავლენა მაშინ და ახლა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:39 0:00

წელს, მარტინ ლუთერ კინგის დღესთან დაკავშირებით, რაც შეერთებულ შტატებში ფედერალური დღესასწაულია, გამორჩეულ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა პატივი მიაგო, გაიმართა ონლაინ კონფერენციაც.

„კინგმა გავლენა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაზე. მისი მიდგომები, მიზანმიმართულობა სამართლიანობისა და თანასწორობის შესახებ ჩვენი ყოველდღიური სამუშაოს ნაწილად იქცა,“ თქვა ამერიკის გენერალური პროკურორის თანაშემწემ კრისტენ კლარკმა კონფერენციაზე გამოსვლის დროს.

გასული კვირის მიწურულს ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნას პატივი ჯორჯიის შტატში მიაგეს. ბაიდენი და ჰარისი ჯორჯიის შტატში კინგის სასაფლაოსთან მივიდნენ და ამერიკაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ წლების შემდეგ ახლა ამერიკაში ხმის მიცემის უფლებები გართულებულია და 19-მა შტატმა 34 კანონი მიიღო, რომელიც ქვეყანაში ხმის მიცემის პროცესს ართულებს.

მარტინ ლუთერ კინგი 1968 წელს მოკლეს. თუმცა, მისი სახელი ათწლეულების შემდეგაც ბევრი ადამიანის შთაგონებას იწვევს, რათა გაგრძელდეს მუშაობა რასობრივი სამართლიანობისთვის. საკითხი ამ დრომდე ამერიკაში ეროვნული დიალოგის ცენტრალურ თემად რჩება.

ბოლო წლებში რასობრივი დისკრიმინაციის თემა განსაკუთრებით აქტუალურია. ამის კარგი მაგალითია მოძრაობა ამერიკასა და მსოფლიოში რომელიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაიწყო. პოლიციაში რასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ დაწყებული გამოსვლები გრძელდება და ბრძოლა ისტორიულ ფიგურებთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს, რომელთა ძეგლებიც ამერიკის სხვადასხვა შტატში ჩამოხსნეს ან წითლად შეღებეს. ამერიკაში დაწყებული პროცესები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG