ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როცა ერი დაიბადა - რა აერთიანებს და ჰყოფს ამერიკელებს?


რამდენიმე დღის წინ, ამერიკამ დამოუკიდებლობის 244 წლისთავი აღნიშა. „ერის დაბადების“ ათვლა 1776 წელს იწყება, როცა 13 ბრიტანული კოლონიის წარმომადგენლებმა, დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერეს და ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. დამოუკიდებლობის დეკლარაცია - ეს არის პირველი დოკუმენტი, სადაც ყოფილი კოლონიები, ამერიკის შეერთებულ შტატებადაა მოხსენიებული.

წელს ამერიკამ „დაბადების დღე“ მასობრივი მღელვარების ფონზე აღნიშნა. მაშინ, როცა ამერიკელები ვერ თანხმდებოდნენ, პანდემიის დროს, უნდა გამოეყენებიათ, თუ არა პირბადეები, ქვეყანა მძლავრმა საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა - „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“. ამერიკის უმეტეს შტატში, პროტესტის მიზეზი, პოლიციის ზედამხედველბის ქვეშ ყოფნისას, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება გახდა.

საპროტესტო გამოსვლებმა, რამდენიმე კვირის განმავლობაში თითქმის სრულად გადაფარა გლობალური პრობლემა, პანდემიის სახით. გარდა იმისა, რომ პანდემიის ფაქტობრივ ეპიცენტრად შეერთებული შტატები, კერძოდ, ნიუ-იორკის შტატი იქცა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, პანდემიამ შეერთებული შტატების ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამ რთულ პერიოდში, 42,6 მილიონმა ამერიკელმა, უმუშევრობის კომპენსაციის მისაღებად საჭირო დოკუმენტები შეავსო.

"შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:04 0:00

მიმდინარე წელს, საზოგადოებაში არსებული მწვავე აზრთასხვადასხვაობის მიზეზი, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებიცაა, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის პირველი ვადით არჩევა, 2016 წელს, ამერიკული საზოგადოების დაყოფის ასევე მწვავე მიზეზი გახდა, ოვალური კაბინეტის მეორე ვადით დაკავებისთვის იბრძვის.

„ერის დაბადების“ შემდეგ, ამერიკელთა შორის მწვავე აზრთასხვადასხვაობის მიზეზი, არაერთი საკითხი გამხდარა. ჩვენი დროის ამერიკაში არსებული პრობლემების ნაწილი, არახალია და ზოგიერთ შემთხვევაში, სწორედ წარსული გამოცდილების გამოძახილიც კი არის.

სოციოლოგი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, ტოდ გითლინი ამბობს, რომ ამერიკულ საზოგადოებაში მუდამ აზრთასხვადასხვაობაა და სრულიად მშვიდ ვითარებაშიც კი, ეს განსხვავებული პოზიციები, ზედაპირზე ამოდის.

"ერთიანობის მითი"

„ამერიკა ყოველთვის დაყოფილი იყო. ვფიქრობ, კონსოლიდირებული ქვეყანა მითია.. ამერიკული რწმენის იდეა თავიდანვე სადაო იყო. ვგულისხმობ იმას, რომ რთულია ისტორიიდან დროის მონაკვეთის შერჩევა, როცა ჩვენ ღრმა წინააღმდეგობა, აზრთასხვადასხვაობა არ გვქონია“ - ამბობს სოციოლოგი.

244 წლიან ისტორიაში, ამერიკამ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებულ, ღრმა განხეთქილებებს გაუძლო. თუ ქრონოლოგიურად მივყვებით მოვლენებს, როცა ამერიკული საზოგადოება გარკვეული საკითხების ირგვლივ მწვავედ იყო დაპირისპირებული, მათი ჩამონათვალი ასეთი იქნება: მნიშვნელოვანი განხეთქილება პოლიტიკურ პარტიებს შორის; სამოქალაქო ომი; იმიგრაციის საკითხები 1880-იანი წლების მიწურულს; ბრძოლა ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის; ქვეყნის პირველ და მეორე მსოფლიო ომში ჩართულობის საკითხი; სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა და ომის საწინააღმდეგო, პაციფისტური სულისკვეთებით აღსავსე გამოსვლები1960-იან წლებში; ბრძოლა სექსუალურ უმცირესობათა უფლებებისთვის; აბორტის უფლება და რა თქმა უნდა, ეს ძალიან მოკლე და ზოგადი ჩამონათვალია.

საპროტესტი აქცია თეთრ სახლთან, ვიეტნამის ომის წინააღმდეგ, 1968 წლის იანვარი
საპროტესტი აქცია თეთრ სახლთან, ვიეტნამის ომის წინააღმდეგ, 1968 წლის იანვარი

„როდის არ ვყოფილვართ ღრმად დაყოფილები?“ - კითხულობს გითლინი.

თუ სოციოლოგის მოსაზრებებს დავუშვებთ და გავიზიარებთ, მუდმივი აზრთასხვადასხვაობის და დაყოფის მიზეზებზე პასუხი, შესაძლოა ის იყოს, რომ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყანა დააფუძნეს და რომელთა შეხედულებებზე ის დაფძუნდა, წარმომავლობა არ აერთიანებდა.

„ჩვენ არ გვაქვს ერის დაფუძნების სტანდარტული, ნორმად არსებული ისტორია, როცა ადამიანებს ეროვნული თანხმობა, საერთო ისტორია აერთიანებს, რაც თავისმხრივ, საერთო წარმომავლობასთანაა ბმაში. ამერიკა, იდეოლოგიური დოქტრინის ირგვლივაა გაერთიანებული - უფრო ერთობის განაცხადი, ვიდრე იდენტობის“ - ამბობს გითლინი.

საერთო ღირებულებები

ამერიკის თვითმყოფადობა, მეტწილად, დამოუკიდებლობის დეკლარაციაში წარმოდგენილი ღირებულებებიდან გამომდინარეობს. სწორედ ამიტომ, 4 ივლისს ამერიკელები განსაკუთრებით აღნიშნავენ.

"დღე, რომელსაც ვზეიმობთ" - დამოუკიდებლობის დღე, 1876 წლის ფერწერა.
"დღე, რომელსაც ვზეიმობთ" - დამოუკიდებლობის დღე, 1876 წლის ფერწერა.

„ადამიანები, რომლებიც თავს მარგინალიზებულად გრძნობენ. ვინც თვლის, რომ ამერიკული ოცნების მიღმა დარჩა, მათთვის 4 ივლისი ყოველთვის იყო საშუალება, თავი ერის ნაწილად იგრძნონ, იგრძნონ საკუთარი თავისუფლება და თანასწორობა.“ - ამბობს ტიმოთი შენონი, გეთისბურგის კოლეჯის ისტორიის პროფესორი.

დამფუძნებელი მამების იდეალები

ფრედერიკ დუგლასი, აფრო-ამერიკელი, რომელიც მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ, აქტივიზმით, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეობით იყო დაკავებული, ამბობდა, რომ დამფუძნებული მამების იდეალები თავისუფლების შესახებ, ფარისევლობა იყო.

„პოლიტიკური თავისუფლებისა და სამართლიანობის დიადი პრინციპები, რომლებზეც დამოუკიდებლობის დეკლერაციაშია საუბარი, ჩვენზეც ვრცელდება?“ - კითხულობდა დუგლასი.

ფრედერიკ დუგლასი, 1884 წელი.
ფრედერიკ დუგლასი, 1884 წელი.

„შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ - ამ მოწოდებით, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციები, საზოგადოების ნაწილს, 60 იან წლებში განვითარებულ მოვლენებს ახსენებს, ეპოქას, როცა ამერიკული საზოგადოება, რასობრივი თანასწორობისთვის, სამოქალაქო უფლებებისთვის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისთვის იბრძოდა.

პროტესტის ისტორია

„1960-იან წლებში, ჩვენ ვიხილეთ მასშტაბური საპროტესტო მარშები ამერიკული ქალაქების ქუჩებში. ადამიანები ბოიკოტს უცხადებდნენ რასისტულ კომპანიებს“ -ამბობს, „ამერიკის ხმისთვის“ გამოგზავნილ იმეილში, ისტორიკოსი ჯეიმი გუდოლი.

მარტინ ლუთერ კინგი, თანამოაზრეებთან ერთად ესაუბრება რეპორტიორებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ კენედს შეხვდნენ. ვაშინგტონი, 1963 წლის აგვისტო.
მარტინ ლუთერ კინგი, თანამოაზრეებთან ერთად ესაუბრება რეპორტიორებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ კენედს შეხვდნენ. ვაშინგტონი, 1963 წლის აგვისტო.

„დღეს, ამერიკული ქალაქების ქუჩებში, ვხედავთ უამრავ ადამიანს. ისინი ბოიკოტს უცხადებენ რასისტულ საკითხებთან ნეგატიურად დაკავშირებულ კომპანიებს და მხარს უჭერენ აფრო-ამერიკულ ბიზნესებს. ჩვენ შეგვიძლია ამ დემონსტრანტებს შევხედოთ, როგორც ამერიკული გამძლეობის თვალსაჩინო ნიშანს. ისინი, თავისუფლებისა და თანასწორობისთვის, საკუთარი წინამორბედების დაწყებულ ბრძოლას აგრძელებენ“ - აცხადებს გუდოლი.

სოციოლოგი გითლინი ფიქრობს, რომ ამრიკა ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის, რომელიც ჯერკ კიდევ 1970-იან წლებში დაიწყო, როცა ამერიკელთა უმეტესობის ცხოვრების სტანდარტში სტაგნაცია დაიწყო და სოციალური უფსკრული სულ უფრო გაღრმავდა.

უფრო სრულყოფილი ერთობისთვის

„4 ივლისი, ყოველ წელს გვახსენებს, რომ ერი რადიკალურ პოლიტიკურ პრინციპზე დაფუძნდა - „ყველა ადამიანი თანასწორია“. ეს იდეა 1776 წელს, როცა ქვეყანაში ჯერ კიდევ მონათმფლობელობა იყო, როცა თანასწორობის საკითხი მწვავედ იდგა, ეს იდეა რეალურად არ მუშაობდა“ - ამბობს შენონი.

მიუხედავად ამისა, ამერიკა საკუთარი იდეალების სრულყოფისკენ სვლას განაგრძობს და ეს ყოველ კრიტიკულ მომენტში ვლინდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG