ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ მოიქცეოდნენ აშშ-ის დამფუძნებელი მამები პანდემიისას


რას გულისხმობდნენ ამერიკის დამფუძნებელი მამები, როცა თავისუფლებაზე, თავისუფალ ნებაზე საუბრობდნენ? - დანამდვილდებით შეიძლება ითქვას, დამფუძნებლებს არ მიაჩნდათ, რომ ახალი რესპუბლიკის მოქალაქეებს საკუთარი სურვილისამებრ, ნებისმიერი რამ შეეძლოთ გაეკეთებიათ.

„ადრეულ ამერიკაში არ იგულისხმებოდა, რომ თავისუფალი ნება მთავრობისგან თავისუფლებას ნიშნავს. თავისუფლება არ მიიჩნეოდა ცხოვრების სტილად, როცა ამერიკელებს მუდამ იმის გაკეთება შეეძლებოდათ, რასაც ინებებდნენ. თვისუფლი ნება გულისხმობდა უსამართლო კანონებისგან, ტირანიისგან თავიუსუფლებას“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ენდრიუ უერმანი.

რა არის თავისუფალი ნება?

ამერიკელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივ თუ ფედერალურ ხელისუფლებას, არ აქვს უფლება მათ ნიღბის, პირბადის ტარება მოსთხოვოს. პირბადის ტარების მოწინააღმდეგებს მიაჩნიათ, პანდემიის ფონზე, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული ეს მოთხოვნა მათ კონსტიტუციურ უფლებას არღვევს - ჰქონდეთ თავისუფალი ნება და იყვნენ თავისუფალნი.

ამერიკის პირველი დედაქალაქი და პირველი დროშის ადგილი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:13 0:00

„ეს არის სრულიად კანონიერი მოთხოვნა და განკარგულება იმისთვის, რომ ერთმანეთი დავიცვათ. სწორედ ეს არის ამ მოთხოვნის საფძველი. ამრიგად, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამგვარ რამეს დამფუძნებელი მამები თავისუფალი ნების შეზღუდვად არ მიიჩნევდნენ. შეცდომაა, როცა თავისუფლებას აღიქვამ, როგორც აბსოლუტურ თავნებობას, თავშეკავების გარეშე. სრულიად ტრივიალური მაგალითით რომ ვისაუბროთ - ჩვენ არ გვაქვს თავისუფლება, ცეცხლი წავუკიდოთ საკუთარ სახლს, რადგან ასე შესაძლოა ცეცხლი სხვა სახლებსაც მოედოს“ - განმარტავს ისტორიკოსი.

ბრედ ბრიზერი, ისტორიკოსი და ჟურნალ „The Imaginative Conservative”-ს თანადამფუძნებელი ცდილობს იმსჯელოს, გაიზიარებდნენ თუ არა დამფუძნებელი მამები ნიღბის ტარების მოწინააღმდეგეთა მოსაზრებებს.

„თავად პირბადის ტარების მოწინააღმდეგე არ ვარ. მაგრამ, როგორც მესმის ადამიანები, ვინც ეწინააღმდეგებიან ნიღბის ტარების შესახებ დაწესებულ რეგულაციებს, ამბობენ რომ განკარგულებები ხელისუფლების შესაბამისი დონიდან არ მოდის. არ ვფიქრობ, რომ დამფუძნებელი მამები ყველა იმ განკარგულებას დააფასებდნენ, რასაც ეროვნული მთავრობა ახლა გასცემს. მაგრამ, ისინი დანამდვილებით არ იქნებოდნენ სხვადასხვა განკარგულების წინააღმდეგნი. უდავოა, რომ ადგილობრივ თემებში ყოველთვის მისაღები იყო, მსგავსი ვითარებების დროს, ადგლობრივი რეგულაციები“ - ეუბნება „ამერიკის ხმას“ ჰილსდეილის კოლეჯის პროფესორი, ისტორიკოსი ბრედ ბიზერი.

როგორ მოიქცეოდნენ დამფუძნებელი მამები?

1 700-იანი წლების მიწურულს, როდესაც ამერიკა ინფექციური დაავადების გავრცელებას ებრძოდა, დამფუძნებელმა მამებმა გარკვეული თავისუფლებები შეზღუდეს.

მაშინ, სამხედრო ბანაკებსა და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, მათ შორის ოკუპირებულ ბოსტონში, ჩუტყვავილა გავრცელდა. გენერალი ჯორჯ ვაშინგტონი, რომელიც მოგვიანებით აშშ-ის პირველი პრეზიდენტი გახდა, შიშობდა რომ ინფექციური დაავადება რევოლუციურ ომში ჩართულ ჯარს მნიშვნელოვან დანაკლისს განაცდევინებდა.

შესაბამისად ადამიანები, რომლებიც ბოსტონს დატოვებდნენ, ხშირ შემთხვევაშო ვალდებულნი იყვნენ „შებოლილიყვნენ“. „შებოლვის“ პროცესი ასე ვითარდებოდა - ადამიანები შედიოდნენ შენობაში, სადაც ხის ან ნახშირის დაწვისგან გამოწვეული მაღალი ტემპერატურა და კვამლი იყო კონცენტრირებული. ცეცხლის კერაში გოგირდის შემცველ ნივთიერებასაც ამატებდნენ, რაც ერთგვარ სადეზინფექციო საშუალებად მიიჩნეოდა.

ვაშინგტონმა ბრძანა ამგვარი „ვაქცინაცია“ მთელს მის ჯარს ჩაეტარებინა - ამერიკის ისტორიაში ეს იყო იმუნიზაციის პირველი, ორგანიზებული კამპანია.

გარდა ამისა, ასევე არსებობს სხვადასხვა მიღებული ზომების მაგალითები, რომელიც გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებდა.

1793 წელს, ფილადელფიას ყვითელი ცხელება მოედო. დამფუძნებელ მამათაგან ერთერთს, ალექსანდერ ჰამილტონსა და მის მეუღლე ელაიზას, როცა ცდილობდნენ ფილადელფიიდან ნიუ-იორკის დედაქალაქ ალბანიმდე მიაღწიათ, გადაკეტილოი გზების გავლა მოუხდათ.

„ქალაქიდან ქალაქამდე, მათ უწევდათ გადაელახათ ბარიერები, რომლებიც პოტენციურად, ინფექციური სენით დაავადებული ფილადელფიელების შესაკავებლად იყო აღმართული. ნიუ-იორკის შესასვლელთანაც კი დაცვა იყო განლაგებული, რათა შეეზღუდათ ფილადელფიიდან პოტენციურად ინფიცირებული ადამიანების შეზღუდვა“ - წერს რონ ჩერნოუს თავის ბიოგრაფიულ ნარკვევში, „ალექსანდერ ჰამილტონი“.

„ადრეულ ამერიკელებს ესმოდათ, გადამდები დაავადების ფართოდ გავრცელების ჟამს, საერთო სიკეთე, საერთო მსხვერპლს ითხოვდა“ - ამბობს ისტორიკოსი ენდრიუ უერმანი.

წონასწორობის დაცვა

ეს არის თავისუფალი ნებისა და ინდივიდუალური თავისუფლების აღრევა, როცა ამერიკელთა ნაწილი, პირბადის ტარების შესახებ დაწესებულ შეზღუდვებს კონსტიტუციური თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს - ამბობს ისტორიკოს ბრედ ბრიზერი.

„ნამდვილად არსებობს განცდა, თითქოს ინდივიდუალური თავისუფლება, თავისუფალი ნების ზოგად ცნებასთან წინააღმდეგობაში მოდის. მაგრამ მე ვფიქრობ, დამფუძნებელი მამები მოიწონებდნენ და დააფასებდნენ, მორალური პასუხისმგებლობის იდეას. ასე რომ, თუ კი ეს მართლაც მხოლოდ მორალის საკითხია, - გააკეთო ის, რაც სიკეთის მომტანია საზოგადოებისთვის, შენ სწორედ ასე უნდა მოიქცე. მიუხედავად იმისა, რისი გაკეთებისკენ მიგითითებენ“ - ამბობს ბრიზერი.

ამერიკის კონსტიტუცია ამბობს, „ჩვენ, შეერთებული შტატების ხალხი“, ვქმნით უფრო სრულყოფილ ერთობას და ვიმოქმედებთ „ზოგადი კეთილდღეობის დამყარებისთვის“.

ბრიზერი ფიქრობს, რომ დამფუძნებელი მამები შეეცდებოდნენ დაეცვათ ბალანსი, მოქალაქეთა უფლებებსა და მოვალეობებს შორის - ჰქონოდათ უფლება, ყოფილიყვნენ მთავრობის ჩარევისგან თავისუფალნი და ამასთან ერთად, ყოფილიყვნენ პასუხისმგებელნიტანამოქალაქეების კეთილდღეობაზე - ყოფილიყვნენ კარგი მეზობლები.

ისტორიკოსის აზრით, ზოგიერთ დამფუძნებელ მამას, როგორიც იყო მაგალითად თომას ჯეფერსონი, შესაძლოა ეპოვა რაღაც, რაშიც ნიღბის ტარების მოწინააღმდეგეთა პოზიციას გაიზიარებდა. თავად ჯეფერსონს სწამდა, რომ განსხვავებული აზრი ჯანსაღი დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG