ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ლუჰანკის რეგიონში ჩავიდა - ვითარება სევეროდონეცკში


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლუჰანსკის რეგიონში. 5 ივნისი, 2022 წ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლუჰანსკის რეგიონში. 5 ივნისი, 2022 წ.

ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული მიღწევების შემდეგ, სევეროდონეცკში მებროლმა უკრაინულმა ძალებმა, რუსულ ძალებთან ბრძოლებში გარკვეული პოზიციები დაკარგეს. ინფორმაციას უკრაინის ადგილობრივი მთავრობა ავრცელებს.

„ჩვენმა მცველებმა გარკვეული დროით კონტრშეტევის განხორციელება მოახერხეს. მათ გაათავისუფლეს ქალაქის თითქმის ნახევარი. მაგრამ, ახლა ვითარება ცოტა გაუარესდა” - აცხადებს სერჰი ჰაიდაი, ლუჰანსკის რეგიონის გუბერნატორი.

დღესვე, სევეროდონეცკში არსებულ ვითარებას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იქ მძიმე ბრძოლები გაგრძელდა.

კვირას, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღმოსავლეთ უკრაინაში გაემგზავრა და სხვადასხვა ქალაქში ჯარისკაცებსა და დევნილებს შეხვდა. ვოლოდომირ ზელენსკი ასევე იმყოფებოდა სევეროდონეცკის მახლობლად მდებარე ქალაქ ლისიჩანსკში.

„რასაც თვქენ ყველა იმსახურებთ, გამარჯვებაა - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგრამ, არა ნებისმიერ ფასად“ - ასე მიმართავს უკრაინელ ჯარისკაცებს ზელენსკი, კვირას ღამით გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში.

"რუსული სისასტიკე" - სპეციალური რეპორტაჟი უკრაინიდან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:24 0:00

დღეს კი ზელენსკიმ განაცხდა, რომ „თავდაცვის გაძლიერებული მხარდაჭერის ახალი პაკეტის“ შესახებ, ბრიტანეთის პემიერ-მინისტრისგან დასტური მიიღო. მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის პორტების გახსნისა და სასურსათო კრიზისის თავიდან აცილების გზები.

ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინას მრავალჯვერადი გაშვების M270 ტიპის სარაკეტო სისტემებს მიაწვდის, რომლებსაც საიზნემდე მიღწევა, 80 კილომეტრემდე მანძილზე შეუძლია.

„არ შეგვიძლია გვერდზე გავდგეთ, როცა არტილერია მიწასთან ასწორებს ქალაქებს და უდანაშაულო მოქალაქეებს კლავს“ - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერის ხასიათი, რუსეთის ტაქტიკის ცვლილების შესაბამისად უნდა შეიცვალოს. ბენ უოლასის თმით, ახალი სარაკეტო სისტემები, „ჩვენს უკრაინელ მეგობრებს საშუალებას მისცემს თავი დაიცვან დაბომბვისგან, რომელსაც პუტინის ძალები განურჩევლად იყენებს, ქალაქების მიწასთან გასასწორებლად.“

ბრიტანეთის თავდაცვის უწყებისვე განცხადებით, რუსულმა ძალებმა კიევის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე იერიში საკრუიზო რაკეტებით მიიტანა, „სავარაუდოდ იმისთვის, რომ შეაფერხოს ფრონტის ხაზზე უკრაინული შენაერთებისთვის, დასავლური სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება.“

თავდასხმა კიევზე, ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად განხორციელდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისსტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა, დასავლური ქვეყნების მიერ კიევში გაგზავნილი ტანკები გაანადგურა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ თუ დასავლეთი უკრაინაში შორი მანძილის სარაკეტო სისტემების გაგზავნის გეგმას გააგრძელებს, რუსეთი სამიზნეებს დაარტყამს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასულ კვირას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გეგმავს კიევს 700 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი იარაღი გაუგზავნოს, რომელიც მოიცავს ოთხ ზუსტი მართვის საშუალო დისტანციის სარაკეტო სისტემას, ვერტმფრენებს, ჯაველინებს, რადარებს, ტაქტიკურ მანქანებს, სათადარიგო ნაწილებს და სხვა აღჭურვილობას.

თუმცა, აშშ-მ განაცხადა, რომ უკრაინული ძალების მომზადებას, სარაკეტო სისტემების გამოყენებისა და განლაგებისთვის, სამი კვირა დასჭირდება. ვაშინგტონის განცხადებით, თეთრმა სახლმა კიევისგან მიიღო გარანტიები, რომ რაკეტებს რუსეთის შიგნით მდებარე ტერიტორიების დასამიზნებლად არ გამოიყენებს.

”იარაღის დამატებითი მიწოდების გარშემო მთელ ამ აურზაურს, ჩემი აზრით, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: შეიარაღებული კონფლიქტის მაქსიმალურად გაჭიანურება” - აცხადებს ვლადიმირ პუტინი.

პუტინის თქმით, თუ უკრაინა მიიღებს უფრო შორი რადიუსის რაკეტებს, მოსკოვი „გამოიტანს შესაბამის დასკვნებს და გამოიყენებს განადგურების საშუალებებს, რომლებიც უამრავი გვაქვს, იმ ობიექტებზე დარტყმისთვის, რომლებზეც იერიში ჯერ არ მიგვიტანია.“

ამ ფონზე, უკრაინის ატომური სადგურის, „ნერგოატომის“ ოპერატორმა განაცხადა, რომ ერთი საკრუიზო რაკეტით დარტმა პივდენოუკრაინსკის ატომურ ქარხანაზე განხორციელდა. ქარხანა კიევის სამხრეთით, 350 კილომეტრშია განლაგებული.

ამერიკა უკრაინას "მოწინავე სარაკეტო სისტემებს" გაუგზავნის
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:54 0:00

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG