ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარიშნიკოვი პუტინს მიმართავს


მიხაილ ბარიშნიკოვი

ცნობილმა ბალეტის მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა მიხაილ ბარიშნიკოვმა, რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ღია წერილში, სადაც დაგმო „შიშის სამყარო“, რომელსაც ის ქმნის. წერილი მან მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც რუსეთში მისი საქველმოქმედო ფონდის, რომელიც უკრაინას ეხმარება, ვებ-გვერდი აკრძალეს.

ბარიშნიკოვმა მწერალ ბორის აკუნინთან და ეკონომისტ სერგეი გურიევთან ერთად თებერვალში საქველმოქმედო ფონდი, „ნამდვილი რუსეთი“ დაარსა. პროექტით მათ 1.3 მილიონი დოლარის მოზიდვა მოახერხეს.

„ადამიანებმა, როგორიც ჩვენ ვართ, რუსეთს უფრო მეტი ღირსება შესძინეს, ვიდრე თქვენმა არც ისე ზუსტმა, სიზუსტით-მართვადმა შეიარაღებამ,“- ამბობს ბარიშნიკოვი წერილში. ბარიშნიკოვმა საბჭოთა კავშირი 1974 წელს დატოვა, და კანადაში თავშესაფარი მოითხოვა.

„თქვენი რუსული სამყარო, შიშის სამყარო, სამყარო რომელშიც უკრაინულ წიგნებს წვავთ, ვერ გადარჩება იქამდე, სანამ ჩვენნაირი ადამიანები - ნამდვილი რუსები, ბავშვობაში ამ ჭირის წინააღმდეგ იმუნიზირებულნი რჩებიან,“ - ამბობს წერილში ბარიშნიკოვი. „და ჩვენი სამყარო იცოცხლებს, თქვენი აკრძალვების მიუხედავად,“ - წერს ის.

რუსეთში გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, 24 მაისს ბარიშნიკოვის ფონდის ვებ-გვერდი დაბლოკეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG