ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ გეგმავს უკრაინას შეიარაღებული დრონები მიჰყიდოს - როიტერი


ბრძოლის ველზე, რუსეთის წინაღმდეგ გამოსაყენებლად, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, უკრაინას ოთხი დრონი, „MQ-1C Grey Eagle“ მიჰყიდოს, რომელიც შესაძლოა „Hellfire”- ით იყოს შეიარაღებული. ვითარების მცოდნე სამ წყაროზე დაყრდნობით, ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ „General Atomics”-ის მიერ წარმოებული დრონების გაყიდვა, შესაძლოა კონგრესმა დაბლოკოს. ამასთან, როიტერის წყაროები უშვებენ, რომ საკითხი პენტაგონში რამდენიმე კვირაა განიხილება, თუმცა არსებობს ბოლოს წუთს, პოლიტიკის შეცვლის რისკი.


რუსული ძალების წინააღმდეგ, უკრაინა რამდენიმე მცირე და მოკლე დიაპაზონის უპილოტო საჰაერო სისტემას იყენებს. მათ შორისაა „AeroVironment (AVAV.O) RQ-20 Puma AE“, და თურქული „Bayraktar-TB2.“

მაგრამ, „Grey Eagle” ამ მიმართულებით ტექნოლოგიაში მნიშვნელოვან ნახტომს წარმოადგენს, რადგან მას მისიის განმავლობაში, 30, ან მეტი საათის განმავლობაში ფრენა შეუძლია რაც საშუალებას აძლევს, სადაზვერვო მიზნებისთვის, უდიდესი რაოდენობის მონაცემები შეაგროვოს.

სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას, ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, უკრაინისთვის დრონების პოტენცური მიყიდვის შესახებ, კონგრესს საჯარო განცხადებით აცნობოს. სააგენტო არ აკონკრეტებს, რომელ უწყებას წარმოადგენს ოფიციალური პირი.

თეთრი სახლის სპიკერმა, საკითხთან დაკავშირებული კითხვა, ოენტაგონთან გადაამისამართა. თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა კი თქვა, რომ „გასაცხადებელი არაფერია.“

ასევე ამერიკელ ოფიციალურ პირსა და კიდევ ერთ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, „როიტერი“ წერს, რომ უკრაინის დასახმარებლად, კონგრესის მიერ მიღებული 40 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტიდან, თანხა გამოყოფილია როგორც დრონების გაყიდვისთვის, ასევე წვრთნების დასაფინანსებლადაც.


„ზოგადად „MQ-1C“ არის ბევრად უფრო დიდი თვითმფრინავი, ასაფრენის მაქსიმალური წონით - დაახლოებით სამჯერ მეტი, ვიდრე „Bayraktar-TB2“ - შესაბამისი უპირატესობებით ტვირთამწეობის, დიაპაზონისა და გამძლეობის თვალსაზრისით“, - აცხადებს დრონების ექსპერტი, დენ გეტინგერი, რომელიც „ვერტიკალური ფრენის საზოგადოებას“ წარმოადგენს.

„MQ-1C“ ასევე თავსებადია მრავალფეროვან საბრძოლო მასალასთან, ვიდრე „Bayraktar-TB2“. ბაირაქტარები აღჭურვილია 22 კგ წონის თურქული წარმოების „MAM-L“ რაკეტებით, რაც დაახლოებით ნახევარი წონაა, ვიდრე „Hellfire”.

XS
SM
MD
LG