ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია უკრაინას საზენიტო სისტემებს დაჰპირდა


ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ ბერლინი უკრაინას მაღალტექნოლოგიურ საზენიტო სისტემებს გაუგზავნის. ასე გერმანია ცდილობს უპასუხოს კრიტიკას იმის თაობაზე, რომ მან რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკრაინას საკმარისი სამხედრო დახმარება არ გაუწია.

1 ივნისს ბერლინში კანონმდებლებთან საუბრისას შოლცმა თქვა, რომ მთავრობამ დაამტკიცა წინადადება IRIS-T რაკეტების და სარადარო სისტემების კიევში გაგზავნის შესახებ.

შოლცის თქმით, ძალისხმევის მიზანია უზრუნველყოს, რომ ვლადიმირ პუტინმა ომი "არ მოიგოს".

„ჩვენი მიზანია, რომ უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა და წარმატებას მიაღწიოს ამაში“ - აცხადებს კანცლერი.

შოლცის გადაწყვეტილებას, რამდენიმე საათით წინ უსწრებდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი უკრაინას მოწინავე სარაკეტო სისტემებს მიაწვდის. ჯო ბაიდენის მიერ ხსენებულ სისტემებს, სამიზნეებზე ზუსტი დარტყმის მიყენება, 80 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია.

XS
SM
MD
LG