ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს გაფართოება - თურქეთს წინაპირობები აქვს


ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვაშინგტონსა და ანკარას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით ერთმანეთს პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მრჩეველი და თეთრი სახლის უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ესაუბრნენ.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებული ცნობით საუბარი ორშაბათს შედგა, რა დროსაც ერდოღანის მრჩეველმა იბრაჰიმ კალინმა თქვა, რომ ანკარა ელოდება ფინეთისა და შვედეთის მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს „ტერორისტულ ორგანიზაციებთან“ მიმართებაში, მანამ სანამ თურქეთი ნატოში მათ გაწევრიანებას განიხილავს.

ანკარამ უკვე რამდენჯერმე დააფიქსირა, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, რადგან თურქეთში მიაჩნიათ, რომ ორივე ქვეყანა ქურთისტანის მუშათა პარტიას ეხმარება, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. უარის კიდევ ერთი მიზეზი ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც 2019 წლის შემდეგ ფინეთმა და შვედეთმა თურქეთში იარაღის ექსპოტი შეაჩერეს.

თურქეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ერდოღანის მრჩეველმა, ჯეკ სალივანს უთხრა, რომ ქვეყნებს რომელსაც ნატოში გაწევრიანება სურთ უნდა გაიზიარონ ის ღირებულებები და პრინციპები რაც ორგანიზაციას აქვს ტერორიზმის წინააღმდეგ.

იბრაჰიმ კალინის თქმით შვედეთმა და ფინეთმა მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგან ამ მიმართულებით, რადგან თურქეთის უსაფრთხოებას საფრთხე ექმნება.

თეთრი სახლის უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეკ სალივანმა, სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ემხრობა, თურქეთის, ფინეთთან და შვედეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებას და ამერიკა „მტკიცედ უჭერს მხარს“ ჰელსინკის და სტოკჰოლმის ნატოში გაწევრიანებას.

მოლაპარაკებებისთვის მზად არის როგორც ფინეთი ასევე შვედეთი. გამოცემა „ეკონომისტთან“ საუბრის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი ნატოს ერთგული რჩება, აქვე თურქეთის პრეზიდენტმა მიმართა მოკავშირეებს გამოიყენონ საკუთარი რესურსი კანდიდატი ქვეყნების „დარწმუნებაში“.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით სატელეფონო საუბრის დროს თურქეთისა და ამერიკის წარმომადგენლებმა უკრაინაში რუსეთის ომის შესახებაც ისაუბრეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG