ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ცდილობს შეიქმნას გაეროს მისია, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს მოახდენს


პორტი კონსტანტა, რუმინეთი

ხუთშაბათს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ოლეგ ნიკოლენკომ თქვა, რომ უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან გაეროს მიერ მხარდაჭერილი მისიის შექმნაზე მუშაობს, რათა შავი ზღვის სატვირთო გადაზიდვების ხაზები აღდგეს და უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი მოხდეს.

რუსეთმა უკრაინის ზოგიერთი უდიდესი საზღვაო პორტი დაიპყრო და მისი სამხედრო ფლოტი, შავ ზღვაში ძირითად სატრანსპორტო მარშრუტებს აკონტროლებს. რუსეთი უკრაინულ ტვირთებს ბლოკავს და გლობალურ სურსათის კრიზისს აღრმავებს.

ნიკოლენკომ „ფეისბუქზე“ შემდეგი მიმართვა გაავრცელა: „მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, რომელთა სასურსათო უსაფრთხოება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით კიდევ უფრო გაუარესდება, მოსკოვთან საკუთარი კონტაქტები გამოიყენონ და მას ძალა დაატანონ, რათა უკრაინის საზღვაო პორტებს ბლოკადა მოხსნას და ომი დაასრულოს“.

კრემლი აცხადებს, რომ უკრაინამ თავისი წყლების დანაღმვით, კომერციული ტვირთების გადაზიდვა შეუძლებელი გახადა.

ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ვონ ლეიენი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მოსკოვს ბრალს სდებს, რომ ის სურსათის ექსპორტს იარაღად იყენებს. კიევმა კი განაცხადა, რომ რუსეთმა მისი სამხედრო ძალების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ათასობით ტონა მარცვლეული მოიპარა.

უკრაინა, ხორბალთან ერთად სიმინდის, ქერის, მზესუმზირის და მცენარეული ზეთის ძირითადი მწარმოებელია და მისი ექსპორტის დაბრკოლება, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შიმშილის დადგომის რისკს ქმნის

XS
SM
MD
LG