ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ატომური ელექტროსადგურების პრობლემას ამერიკის დახმარებით აგვარებს


უკრაინასა და ამერიკულ კომპანია „ვასთინგჰაუსს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც კიევს საშუალებას აძლევს, საკუთარი ატომური ელექტროსადგურები საწვავით დაუბრკოლებრივ მოამარაგოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო ატომური კომპანია ავრცელებს.

ამერიკულ კომპანიასთან დადებული შეთანხმებით კიევმა რუსეთზე დამოკიდებულებაც შეამცირა. ამ დროისთვის უცნობია, როდის დაიწყებს ამერიკული კომპანია უკრაინისთვის ატომური ელექტროსადგურებისთვის საჭირო საწვავის მიწოდებას.

„ჩვენ მოვახდენთ ატომური ელექტროსადგურების მოდერნიზებას, რაც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ სუფთა, უსაფრთხო და საიმედო ენერგია,“- თქვა ჰერმან ჰალუშჩენკომ, რომელიც უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებს.

ამჟამად უკრაინას ოთხი მოქმედი ატომური ელექტროსადგური აქვს, რომელთაგან ყველაზე დიდი ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურია. სადგურს ჯერ კიდევ მარტში რუსი სამხედროები დაესხნენ თავს და არსებობდა რისკი, რომ მომხდარი აფეთქებების შედეგად სადგური დაზიანებულიყო. კიევის და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით, შემდეგი გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა.

დღეს ყველაზე დიდი უკრაინული ატომური ელექტროსადგური რუსული ჯარის მიერ კონტროლდება, თუმცა სადგურის მდგრადობას და სწორ მუშაობას უკრაინელი ტექნიკოსები უზრუნველყოფენ.

ოფიციალური კიევი უარყოფს ინფორმაციას, რომ შესაძლოა ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური დაიხუროს, თუმცა ადგილზე შექმნილ ვითარებას საფრთხისშემცველად აფასებს. უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ატომურ ელექტროსადგურზე სათადარიგო ნაწილების მარაგი ამოწურულია.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG